გელა ჩარკვიანი ირაკლის შვილზე - "მის ასაკში ამის ნახევარიც არ ვიცოდი"

გელა ჩარკვიანი ირაკლის შვილზე - "მის ასაკში ამის ნახევარიც არ ვიცოდი"

ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწო შესავლის წერა გელა ჩარკვიანზე და... მივხვდი, ჩემს მიერ დაწერილი სიტყვები თუ წინადადებები მისი ერუდიციის, ბიოგრაფიის, ოჯახის შესახებ ზედმეტი იქნებოდა. ამიტომ პირდაპირ გთავაზობთ ინტერვიუს გელა ჩარკვიანთან, რომელსაც მამისა და ბაბუის ამპლუაზე ვესაუბრეთ.

- ირაკლი 1961 წელს დაიბადა, როცა მე 22 წლის ვიყავი, სტუდენტი გახლდით. ირაკლის აღზრდის საქმეში ბუნებრივია, ჩართული ვიყავი, ვასეირნებდი და ა.შ. მაგრამ ძალიან გვეხმარებოდნენ მშობლები. შვილსა და შვილიშვილს შორის რა განსხვავებაა მოგახსენებთ. შვილი გიჩნდება მაშინ, როცა შენ თვითონ ხარ ძალიან აქტიური, გინდა საღამოს წახვიდე ამა თუ იმ ადგილას და ამაში გარკვეულწილად გიშლის ხელს, მაგრამ გიყვარს ძალიან (იცინის). ამიტომ როცა ახალგაზრდა ხარ, ცდილობ, ბაბუას, ბებიას გაუგზავნო, თან ამართლებ ამას იმით, რომ ბებია-ბაბუისგან კარგის მეტს არაფერის ისწავლის. მამაჩემი, ასეთი ერუდიციის ადამიანი, მართლაც კარგ გავლენას მოახდენდა ბავშვზე და ასეც იყო. სხვათა შორის, ირაკლიმ თავისი პირველი მოთხრობა სწორედ ბაბუაზე დაწერა: "ცალფეხშიშველი ბავშვი", რომელსაც მის მიერ დაწერილ ყველაზე კარგ მოთხრობად მივიჩნევ. აი, შვილიშვილი უკვე სათამაშოა, შენი გამრთობი ისაა, როცა ის შემოდის შენს ცხოვრებაში, უკვე აღარსად აღარ გეჩქარება, მთელ დროს მას უთმობ. ბაბუა 47 წლის ასაკში გავხდი.

- მიდგომის თვალსაზრისით როგორ განსხვავდება, თუნდაც სიმკაცრის და განებივრების ასპექტში რომ განვიხილოთ...

- რასაკვირველია, შვილიშვილს გაცილებით უფრო ვანებივრებ. შვილთან უფრო აღზრდის მომენტები ჭარბობს, არიგებ ყველა შემთხვევაში, იმასაც კი ეუბნები, რა უნდა ჭამოს და რა - არა, შვილიშვილს კი რაც უნდა, იმის კეთების და იმის მირთმევის უფლებას აძლევ. ჩიფსები უყვარს? ჩიფსები ჭამე, - ეუბნები (იცინის).

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რაღაცის ჭამა-არჭამით არ განისაზღვრება, იმიტომ, რომ სადაც ჩიფსსაც ჭამენ და უფრო არასასარგებლო რაღაცებსაც სვამენ, საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია