ფრთხილად! როცა სახლში ცხოველია - ექიმის რჩევები

ფრთხილად! როცა სახლში ცხოველია - ექიმის რჩევები

ზოოპარკის კონსულტანტი, ვეტერინარი აკაკი რუაძე ამ სფეროში 30 წელზე მეტია მუშაობს. ბატონი აკაკი გვესაუბრება იმ დაავადებებზე, რომლებიც შესაძლოა, ადამიანებს ცხოველებისგან გადაეცეს. როგორ უნდა დავიცვათ თავი, წაიკითხეთ საინტერესო რჩევები სპეციალისტისგან.

- დღესდღეობით ძაღლებისგან გადამდები ყველაზე საშიში დაავადება არის ცოფი, რომელიც არ იკურნება. პროფილაქტიკური ღონისძიება არის ძაღლებისა და კატების აცრა, რის შემდეგაც საშიშროება ნაკლები იქნება.

გარდა ამისა, არსებობს ასეთი დაავადება - ლეპტოსპეროზი, მწვავე ინფექცია, რომელიც გადადის ცხოველთან უშუალო კონტაქტით. შესაძლოა, ადამიანმა ცხოველს ეს დაავადება ვერც შეამჩნიოს, მაგრამ ძალიან საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, იწვევს ბავშვის დაკარგვას. ლეპტოსპეროზს ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ძლიერი ტკივილი, თირკმლების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება, მძიმე შემთხვევაში – სიყვითლე, მენინგიტი და ა.შ. ეს დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის, ბევრმა იცის ძაღლების კოცნა, მოფერების შემდეგ ხელს არ იბანენ და ასეთი ხელებით შეიძლება, საჭმელიც ჭამონ, ამის შედეგად კი ავადდებიან.

დაავადება ბრუცელოზი ყველამ იცის, ის საქონლიდან გადადის, უჩნდება ძაღლებსაც, მაგრამ რატომღაც მხოლოდ საქონელს ამოწმებენ. შეიძლება, ძაღლმა დალიოს ახალი ჩამოწველილი რძე და დაავადდეს. მისი გამონაყოფი მასა ინარჩუნებს ამ დაავადების მიკრობებს და ვრცელდება. სხვათა შორის, ბრუცელოზი ძალიან რთულად იკურნება, არსებობს სპეციალური სასაკლაოები, სადაც ამ დაავადების მქონე ცხოველებს ამუშავებენ და ხოცავენ.

პარაზიტულ დაავადებებს შორის საშიშია ექინოკოკი, რომელიც განვითარების რთულ ციკლს გადის და ხვდება ძაღლების ორგანიზმში. ძაღლები არიან ამ დაავადების ძირითადი მასპინძლები, შუალედური მასპინძლები კი - ძროხები, ცხვრები, შეიძლება, ღორებიც. მათ ორგანიზმში ვითარდება ბუშტები, ანუ ცისტები, რომლებიც სავსეა პარაზიტის თავებით. შეიძლება, ეს ბუშტი შეჭამოს ძაღლმა და პარაზიტები მის ორგანიზმში ხვდებიან. ფეკალურ მასასთან ერთად გამოდის ამ პარაზიტის ფრაგმენტები, თანდათან ძვრება მასას, მოძრაობს და ამ მოძრაობის შედგად ძაღლის ბეწვებზე მაგრდება. მისი გადაყლაპვის შედეგად კი ეს პარაზიტი ხვდება ადამიანის ორგანიზმში. ამიტომაც აქვს ხალხს წარმოდგენა, რომ თუ ბეწვს გადაყლაპავ, ექინოკოკი გაგიჩნდება. თუ ძაღლს ეს დაავადება არ აქვს, მხოლოდ ბეწვის გადაყლაპვა მას ვერ გააჩენს. თითქმის შეუძლებელია, ეს დაავადება ოთახის ძაღლს გაუჩნდეს, სამაგიეროდ, შეიძლება დაავადდეს ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს ცხოველები სახლში. მე მყავს ქირურგი ძმა, ვკითხე, ექინოკოკის ოპერაცია ვისაც სჭირდება, ცხოველი თუ ჰყავს სახლში-მეთქი. აღმოჩნდა, რომ უმეტესობას არ ჰყავს ცხოველი. ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში გადადის მწვანილიდან, ამიტომ მისი კარგად გარეცხვაა საჭირო.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია