"ვიცი, ის არ ვარ ვისაც ელოდი, მაგრამ გთხოვ, შემიყვარე... შემიყვარე"

"ვიცი, ის არ ვარ ვისაც ელოდი, მაგრამ გთხოვ, შემიყვარე... შემიყვარე"

" მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი დიდი ხანი გვიყვარდა. ქორწინების შემდგომ ერთი გოგონა შეგვეძინა. ცოტა ხანში მეორეზე დავრჩი ფეხმძიმედ. მოუთმენლად ველოდით ოჯახის ახალ წევრს... ჩემს პაწაწინა გოგოს... და აი დადგა ის დღეც, ღამის 10 საათზე წყალი დავღვარე და სამშობიაროში გამაქანეს. ღამის ორ საათზე, მშობიარობა დამეწყო და ექიმებმა ახალშობილი გულზე დამაწვინეს. ჩემს პაწაწინას მაშინვე სახეზე დავაცქერდი და ტირილი ამიტყდა... შევამჩნიე, რომ ჩემი პაწაწინა დაუნის სინდრომით დაიბადა... თვალებით ვეძებდი ვინმეს, ვინც ეჭვს გამიფანტავდა მაგრამ ეს რეალობა იყო, მე დაუნის სინდრომიანი პატარა მოვავლინე ამ ქვეყანას. მისი ერთი ციდა თვალები შემომციცინებდა და თითქოს მხოლოდ ერთ რაღაცას მეუბნებოდა: "შემიყვარე, შემიყვარე... ვიცი, ის არ ვარ ვისაც ელოდი, მაგრამ გთხოვ, შემიყვარე".

ექიმებმა პატარა ინკუბატორში გაიყვანეს, მე შოკირებული ვიყავი, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა და პედიატრის საბოლოო დასკვნას ველოდი.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია