1960-იანი წლების ქართველი ლამაზმანი რუსეთში - "ფენთეზის დედოფალი" საბჭოთა კინოდან

1960-იანი წლების ქართველი ლამაზმანი რუსეთში - "ფენთეზის დედოფალი" საბჭოთა კინოდან

ქართულ კინოს არაერთი ქალბატონის სილამაზე აუსახია. ბევრი მათგანი არა მხოლოდ ძველმა, არამედ ახალმა თაობამაც კარგად იცის, თუმცა არიან ულამაზესი ქართველი მსახიობები გასული საუკუნიდან, რომლებზეც ქართულ პრესაში თითქმის არაფერი დაწერილა. ასეთია მსახიობი დოდო ჩოგოვაძე, რომელიც ედიშერ ყიფიანის სცენარის მიხედვით, რეჟისორების - ნელი ნენოვასა და გენო წულაიას "ცეროდენა რაინდებში" 1963 წელს გამოჩნდა, მოგვიანებით კი, მსახიობის სილამაზემ და არტისტულობამ რუსი რეჟისორებიც მოხიბლა.

იხილეთ ფოტოგალერეა

Волшебная лампа Аладдина, - ასე ქვია რეჟისორ ბორის რიცარევის ცნობილ ნამუშევარს, რომელშიც დოდო ჩოგოვაძემ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ფილმმა - პოპულარობა, დოდო ჩოგოვაძემ კი სახელი მოიხვეჭა. ის დღემდე რუსეთში მოღვაწეობს და კვლავ არაერთ შეთავაზებას იღებს. ბოლოს ის საკმაოდ მასშტაბურ კინოპროექტში 2013 წელს მიიწვიეს.

დოდო ჩოგოვაძე 1951 წლის პირველ თებერვალს თბილისში დაიბადა. იყო ქორწინებაში დავით შუშანინთან, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს. აღმავლობის წლები კინოში 1963-1981 წლებში ჰქონდა, ფილმების ჟანრი კი ომი, ფენთეზი და მელოდრამაა.

Adami.ge სამომავლოდაც შემოგთავაზებთ გასული საუკუნის ქართველი მშვენიერი ქალბატონების შესახებ ინფორმაციას, ახლა კი, სტატიის დასასრულს, დოდო ჩოგოვაძის ფოტოგალერეას გთავაზობთ.

"მინდა ვთქვა, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ ანგარიშგასაწევი ექსპერტია, მაგრამ... არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ!" - რა მიმართვას უგზავნის ცერცვაძე ჭიაბერაშვილს

"გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავდა "ლგბტ" პრაიდს" - გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა