რას ყვებიან ღარიბაშვილისა და მისი მეზობლის ურთიერთობის შესახებ - "უხეში, პრემიერის მეზობლობისთვის შეუფერებელი"

რას ყვებიან ღარიბაშვილისა და მისი მეზობლის ურთიერთობის შესახებ - "უხეში, პრემიერის მეზობლობისთვის შეუფერებელი"

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ანა მანაგაძე სახალისო სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მეზობლის ურთიერთობას ასახავს:

"ჩვენი პრემიერის ერთი მეზობელი ფეხაკრეფით არ დადის თურმე. უფრო მეტიც. ამდგარა ეს ყოვლად უზრდელი, უხეში, პრემიერის მეზობლობისთვის შეუფერებელი და მეგობართან გამასლაათება მოუნდომებია ხმამაღლა(!!!). დაცვას მსწრაფლ მიუცია შენიშვნა. პრემიერის დაუმორჩილებელ მეზობელს -წატი შენიო -ჩაუსძახნია. იმ დაცვამ კიდე პატრულ-პოლიცია გამოიძახა.

-რას მერჩითო-პრემიერის მეზობელმა, და ამათაც წატითქვენით გაუმასპინძლდა. ხოდა ეგრე არ უნდაო და გააქანეს პოლიციაში.

ახლა რატოა სახალისო: პრემიერის მეზობელი გივი თარგამაძეცაა. პრეზიდეტი სააკაშვილი სტუმრობდა თურმე ერთხელ, ქე რო კაი დრო იყო და დემოკრატიას რო უჭირდა, მაშვინ. მეზობელი ვინმე გადმომდგარა აივნიდან და ამ ჩვენი პრეზიდეტისთვის უგინებია და უგინებია ცხრასართულიანით. მკვტარი არ დაუტოვებია და ცოცხალი. ნუ ახლა იმ დიქტატურაში პრეზიდენტის მაგინებელ მეზობელს პოლიციაში ხო არ გააქანებდნენ. მართლა და მართლა გასაოცარი დემოკრატია ხო არ იყო?!.ხოდა ახსოვს ეს პრემიერის მეზობელს, მისთვის ბეწვი რო არ შეურხევიათ მიშას დროს, სამაგიეროდ ახლა ირაკლის დროს მეგობართან ხმამაღალი გადაძახილისთვის მიამსავეს პოლიციაში სხვა მეზობელი. ზის ახლა თურმე თავზე ხელებშემოწყობილი პრემიერის მრავლისმნახველი მეზობელი და გრძნობს და გრძნობს განსხვავებას", - წერია სტატუსში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია