"შეწყვიტეთ მასკარადი" - თამარ ჩერგოლეიშვილი ჟვანიას პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულმა დეტალებმა გააღიზიანა

"შეწყვიტეთ მასკარადი" - თამარ ჩერგოლეიშვილი ჟვანიას პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულმა დეტალებმა გააღიზიანა

თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი გაბუნიას გადაცემაში გახმოვანებულ დეტალებს ეხმაურება, რომელიც ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა:

"ჩემი აზრით, ახლა ყველაზე სწორია ხელისუფლებამ შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანების დევნა ჟვანიას გარდაცვალების გამო. როგორც 100 ქარხანა, უფასო ფული და უფასო სოლარიუმები დაივიწყა, ისე დაივიწყოს, რომ უკვე გახსნილი საქმის გახსნის ფუჭი პირობა დადო.

ასე უფრო მალე დამთავრდება პირადი ცხოვრების იმ დეტალების ქექვა, რასაც გარდაცვალების მიზეზთან არანაირი, ვიმეორებ - არანაირი კავშირი არ ჰქონია.

მესმის, რომ იყო კითხვები დაცვის საქციელთან დაკავშირებით - ხელისუფლებას ამაზე პასუხები ჰქონდა, საქმეში ედო, მაგრამ უსინდისოდ მოიქცა, საქმიდან FBI-ს დასკვნა გააქრო და ვერ გათვალა, რომ ეს დასკვნაც და საქმის სხვა მასალებიც, რაც უსინდისო ბრალდებების გასაქარწყლებლად იქნებოდა საჭირო, სხვასაც ჰქონდა.

ახლა სხვებმაც იციან, რატომ მოიქცა დაცვა ისე როგორც მოიქცა, რატომ გაიტანა უსუპოვის ცხედარი, რის დამალვას შეეცადა.

შეწყვიტეთ მასკარადი და შეწყდება ისეთ დეტალებზე საუბარი, რასაც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების მიზეზთან კავშირი არ აქვს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

მეტი ინფორმაციისთვის| "ჟვანიას საქმის ნაწილის გასაიდუმლოება ოჯახის წევრების თანხმობით მოხდა" - მურთაზ ზოდელავა

ასევე დაგაინტერესებთ| ცნობილების ხმაურიანი განცხადებები სკანდალურ დასკვნაზე, რომელიც ჟვანიას არატრადიციულ ორიენტაციაზე მიანიშნებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია