ალენ დელონი სტუმრად პატრიარქთან

ალენ დელონი სტუმრად პატრიარქთან

ფრანგი კინოვარსკვლავი ალენ დელონი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.  მსახიობი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. ალენ დელონი ხვალ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს გაუძღვება.

ალენ დელონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის გამო მოხარულია.

"პირველად ვარ საქართველოში, მაგრამ ეს მე არ უნდა მისაყვედუროთ. უსაყვედურეთ ქართველებს, რომლებმაც ადრე არასდროს არ დამპატიჟეთ", - აღნიშნა ალენ დელონმა.

იხილეთ ასევე: რა მოუყვა ალენ დელონმა ქართველ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების შესახებ

მსახიობმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაიხსენა, რომ ათი წლის წინ შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს მიხეილ გორბაჩოვთან ერთად და სულ ეს იყო, რაც კი აქამდე საქართველოსა და ქართველებთან შეხება ჰქონია.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ცუდ განწყობაზე ყოფნისას ალენ დელონი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას გაეცნო. ალენ დელონმა ეს

ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.

"უკეთესი იქნება, საგანგებო მდგომარეობის ორი კვირით გახანგრძლივება" - თენგიზ ცერცვაძე

საპატრიარქოში სასულიერო პირებისა და მთავრობის წევრების შეხვედრა იმართება

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 272-მდე გაიზარდა