საიდან ხვდება საქართველოში მეორადი ტანსაცმელი?

საიდან ხვდება საქართველოში მეორადი ტანსაცმელი?

თითქმის ორი ათეული წლის წინ საქართველოში ჰუმანიტარული სახით შემოსული ევროპული, მეორადი ტანსაცმელი ადგილობრივ ბაზარზე შემოსავლის ერთ-ერთ სარფიან წყაროდ იქცა. ევროპული ბრენდების, ჭრელი და ხარისხიანი, მაგრამ მეორადი ტანსაცმელი ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით გავრცელდა. მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში ტანსაცმლის ქართული ბაზარი ევროპული ბრენდების მაღაზიებით არ იყო განებივრებული.

მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, სხვადასხვა მიმზიდველი სახელწოდებით - "ბრიტანული ბრენდები", "ევროპული ზმანები", "ძონძო არმანი", "ბელგიური ტანსაცმელი" - მალე სოკოებივით მოედო დედაქალაქისა თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებს. ერთ-ერთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსგავსი სახის "ჰუმანიტარული დახმარება" ჩამოდის, დიდი ბრიტანეთია.

როგორც აღმოჩნდა, ყოველწლიურად ბრიტანელი მოხმარებელი მილიონობით ტონა ტანსაცმელს აბარებს საქველმოქმედო მიზნებით. თუმცა, ბრიტანეთში ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ბრიტანელების ნაქონი ტანსაცმელი ქველმოქმედებას კი არ ხმარდება, უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება. ლონდონის კინგზ კოლეჯის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ ბრუქსი თავის წიგნში "ღარიბთა ტანსაცმელი" წერს, რომ ბევრი ბრიტანელი, რომელიც ტანსაცმელს ქველმოქმედების მიზნით აბარებდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათი ქველმოქმედება საზღვრებს მიღმა სარფიან ბიზნესად იქცეოდა.

"ბევრი ადამიანი ძველ, ნაქონ ტანისამოსს საქველმოქმედო მაღაზიებში აბარებს, რომელიც ყველა ცენტრალურ სავაჭრო ქუჩაზეა განთავსებული. საზოგადოება მიიჩნევს, რომ ტანსაცმელს ქველმოქმედებისთვის იღებს და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათი ტანსაცმლის ერთი ნაწილი მართლაც მოხვდეს ასეთი მაღაზიების დახლებზე, უმრავლესობის ექსპორტი მაინც საზღვარგარეთის ქვეყნებში ხდება", - წერს ენდრიუ ბრუქსი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია