რა მოხდა პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე, რის გამოც ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს

რა მოხდა პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე, რის გამოც ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს

გუშინ სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას, რომელიც პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი, სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. საქმე ეხება კონცერტზე მიწვეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც პანდუსების არ არსებობის მიზეზით შენობაში გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც რამდენიმე მათგანმა სპორტის სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა. აღსანიშნავია, რომ შშმ პირებთან, რომლებმაც საჭირო ინფრასტუქტურის არარსებობის მიზეზით ვერ შეძლეს კონცერტზე დასწრება, თავად პაატა ბურჭულაძე მივიდა, რომელმაც შექმნილი პრობლემის გამო პირადად მოუხადა ბოდიში.

თუმცა, ეს არ იყო დამსწრე საზოგადოების გაღიზიანების ერთადერთი მიზეზი; პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამო, რომელიც ცნობილ ფრანგ მსახიობს ალენ დელონს მიჰყავდა, თითქმის ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სპორტის სასახლეში მაყურებელს მხოლოდ ერთი კარიდან უშვებდნენ, რამაც კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რიგი გამოიწვია, სწორედ ამიტომ საღამო დაგვიანებით დაიწყო.

კონცერტის ორგანიზატორებმა შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადეს, თუმცა მათ ბოდიშს იმ პირთა უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, ვისაც სპორტის სასახლესთან რიგში მოუწიათ ყოფნა. გუშინდელ საღამოს ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ხელისუფლების, ოპოზიციის, ხელოვნების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია