"რუსეთზე კნავის" - ჩერგოლეიშვილის კომენტარი ღარიბაშვილის ინტერვიუზე

"რუსეთზე კნავის" - ჩერგოლეიშვილის კომენტარი ღარიბაშვილის ინტერვიუზე

ტელეწამყვანი თამარ ჩეგოლეიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც მან გერმანულ გამოცემა Die Welt-ს მისცა:

"ღარიბაშვილს Die Welt-ისთვის ინტერვიუ მიუცია. რუსეთზე კნავის, ყველაფერი ვქენით, ეკონომიკა და პოლიტიკა გავყავით. ეკონომიკაში წინსვლა გვაქვს. პოლიტიკაში არაო (კულტურა და პოლიტიკა რომ არ უნდა ავურიოთ იმ სერიიდან). ალასანიაზე ამბობს, მისი ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებულიო. ჩვენი მართლმსაჯულება გამჭვირვალეაო. უცხოელი დამკვირვებლები ჩამოვიყვანეთო - იმას არ უყვება რა დაუწერეს მისმა დამკვირვებლებმა (სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას რომ სისტემური ხასიათი აქვს, თვითონ რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და პოლიტიკური ხასიათი რომ აქვს დევნას).

სააკაშვილზე ამბობს ფასადური დემოკრატია გააკეთაო. მერე ჟურნალისტი ეკითხება, ბევრი რეფორმა ჩაატარა და მისი თანაგუნდელები უკრაინაში მიიწვიესო. ამაზე გადაირია, გალანძღა კვიტაშვილიც, ზღულაძეც და ადეიშვილიც. ჟურნალისტმა ისიც კითხა, ივანიშვილს გავლენა აქვს თქვენზე თუ არაო და მოუყვა როგორ დარბის რჩევებზე მასთან - განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე. ჰო, და ყველაზე სასაცილო - მთავარ წარმატებად ეკონომიკური წინსვლა დაასახელა" - აღნიშნულია ჩერგოლეიშვილის სტატუსში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია