"ნუ გავცვლით ქვეყანის ღირსებას უკრაინიდან შემოტანილ "სგუშონკაზე" - ლალი მოროშნიკა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

"ნუ გავცვლით ქვეყანის ღირსებას უკრაინიდან შემოტანილ "სგუშონკაზე" - ლალი მოროშნიკა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

ლალი მოროშკინა "ფეისბუქზე" წერილს ავრცელებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:

"ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

ბატონო ირაკლი,

თქვენ ახლა მთელი საქართველო გიყურებთ, რადგან სასწორზე ქართველების თავმოყვარეობა დევს! არასოდეს მომიმართავს თქვენთვის, არც პირადად არ გიცნობთ, თუმცა ძალიან ხშირად მქონია სურვილი ტეტ-ა-ტეტ გაგსაუბრებოდით იმ მანკიერებებებზე, რომელიც ჭამს ქვეყანას შიგნიდან და ურყევს იმიჯს გარედან. თავს ვიკავებდი, რადგან იმედი მქონდა, რომ ამაზე თქვენი უახლოესი გარემოცვა ჩაგაყენებდათ საკმის კურსში.

მაგრამ აი დადგა ის მომენტი, როდესაც მე საზოგადოების დიდი ნაწილის სახელით მოგმართავთ.

მოგმართავთ იმ 320 000 ადამიანის სახელით, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა მსჯავრი დაადო.

მოგმართავთ იმ ათასობით ადამიანის სახელით, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა

ქონება ჩამოართვა.

მოგმართავს შვილმკვდარი მშობლების და გამწარებული ჭირისუფლების სახელით, რომელთა შვილები,შემდეგ კი სამართალის ძებნაში გათანგული მშობლები რეჟიმმა უმოწყალოდ ქუჩებში ხოცა. მოგმართავთ სააკაშვილის რეჟიმისგან ნაწამები ყოფილი და არსებული პატიმრების სახელით, მოგმართავთ სააკაშვილის რეჟიმისგან ლუკმა-პურის საშოვარზე უცხოეთში გადახვეწილი 800 000 მეტი ქალის სახელით, მოგმართავთ კოდორ დაკარგული კოდორელების სახელით, მოგმართავს 116 სოფელ დაკარგული ადამიანების სახელით, მოგმართავთ სააკაშვილის რეჟიმისგან სულში ჩაფურთხებული საქართველოს სახელით!!!

ის რაც უკრაინის პრეზიდენტმა იკადრა, თავისი ბოლო საკადრო დანიშვნით-საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი კურსის - სამათლიანობის აღდგენის იგნორირება და ლაფში ამოსვრაა.

რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ საქართველოს უნიათო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთხელ

"არ შეიმჩნია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთი წევრის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნა,

შემდეგ მეორედ არ შეიმჩნია მეორე წევრის დანიშვნა,

შემდეგ მესამედ არ შეიმჩნია მესამე წევრის დანიშვნა.....

კალამს არ დავღლი იმდენჯერ "არ შეიმჩნია"

რაც მთავარია, უკრაინაში ძალიან დაცულად გრძნობენ თავს ძებნილი "რეჟიმისტები"!!!

და ბოლოს დესერტად,"არშემჩნევის" პოლიტიკის აპოთეოზად- საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედისთვის-უკრაინაში მრჩევლის სტატუსის მინიჭება, რომელიც იარაღით მომარაგებაზე იზრუნებს!

ვივა უკრაინას!!!

ვავა საქართველოს!!!

ბატონო პრემიერო!!!

ნუ გავცვლით ქვეყანის ღირსებას უკრაინიდან შემოტანილ "სგუშონკაზე" და გატანილ რამოდენიმე ლიტრ ღვინოზე!

საგარო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლად უნდა გააგზავნის უკრაინაში საპროტესტო ნოტა!

თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ გამოცხადებული სამართლიანობის აღდგენაც, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსიც და დემოკრატიის მშენებლობაც-მხოლოდ ლიტონი სიტყვებია.

ესეიგი დაპატიმრებული ნაც.რეჟიმის შემოქმედნი მართლაც პოლიტ პატიმრები ყოფილან?

ევროპის არცერთი სახელმწიფო არ შეიფარებდა ნიურნბერგის პროცესზე გასამართლებულ ფაშისტებს!

არც ერთი თავმოყვარე მმართველი არ დაუთმობდა მმართველობის სადავეებს კამბოჯის დიქტატორ პოლპოტს (სალოტ სარი) 1998 წელს ლონდონში სამკურნალოდ ჩასული პინოჩეტი ესპანეთის მთავრობის მოთხოვნით დააპატიმრეს რეპრესიებისა და მასიური მკვლელობების ბრალდებით! 1945 წლის 27 აპრილს, იტალიაში, ტბა კომოსთან ბენიტო მუსოლინი მეტსახელად "ძალადობის მოციქული" მისი საყვარელი კლარა პეტჩი და ყველა მისი თანამგზავრი დახვრიტეს.

ასე ექცევიან მოძალადეებს ევროპაში! იმ ევროპაში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით.

ბატონო პრემიერო!

უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მიმართოთ საპროტესტო ნოტით უკრაინის პრეზიდენტს! თქვენ ახლა მთელი საქართველო გიყურებთ, რადგან სასწორზე ქართველების თავმოყვარეობა დევს! როგორ უნდა ჩაბრძანდეთ თქვენ ან კაბინეტის სხვა წავრები უკრაინაში ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე? როგორ უნდა ისხდეთ ერთ მაგიდასთან ქვეყნის ნომერ პირველ მოღალატესთან და ძებნილ ექს პრეზიდენტთან? და ბოლოს ბანკეტზე, როგორ უნდა შესვათ ტირანთან ერთად სამშობლოს სიყვარულის სადღეგრძელო? ქვეყნისთვის, თავმოყვარეობისთვის, თვითიდენტიფიკაციის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!

პატივისცემით,

ლალი მოროშკინა" - ნათქვამია წერილში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ