ბათუმში 27 წლის ახალნამშობიარევი ქალი გარდაიცვალა

ბათუმში 27 წლის ახალნამშობიარევი ქალი გარდაიცვალა

სამედიცინო კლინიკა "მედინაში" 27 წლის ახალნამშობიარევი ქალბატონი გარდაიცვალა. დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მეოთხე შვილი ფიზიოლოგიურად გააჩინა. სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი განმარტავს, რომ ქალბატონი აღრიცხვაზე ორსულობის 30-ე კვირაზე დადგა, სამშობიაროში მისვლის მომენტში კი მწვავე ანემია ჰქონდა. შადიე წითელაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობა ნორმალურად წარიმართა და მომდევნო დღის პირველ ნახევარშიც ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, სურათი მაინც შეიცვალა, რის გამოც კლინიკა "მედინაში" გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

"მედინაში" ამბობენ, რომ პაციენტს მიყვანის მომენტში ქონდა სისხლის შედედების პრობლემა, დაბალი გემოგლობინი და ნაღვლოვანი პერიტონიტი, რის გამოც პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი გახდა. სამშობიარო სახლში ასევე აღნიშნეს, რომ პაციენტს მშობიარობამდე სპეციალურ გამოკვლევასა და სტაციონარში მოთავსებაზე წერილობითი უარი ჰქონდა ნათქვამი.

ქალბატონმა 8 თებერვალს იმშობიარა და სამი დღის წინ გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წყარო: tv25.ge

ტელეკომპანია 25

"ესაა უნიკალური მეთოდი, კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების გამოსავლენად" - რა სიახლეზე საუბრობს ლევან რატიანი

გორში ინფიცირებული მედდის ოჯახის 3 წევრს COVID-19 დაუდასტურდათ - მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც

"მაღაზიები სამმაგად ყიდიან ყველაფერს და ჩვენ საშვებს არ გვაძლევენ, რა გავაკეთოთ?" - მოვაჭრეების აქცია რუსთავში