ვალუტის კურსი
12/03/2010
USD
1
USD
1.7177
EUR
1
EUR
2.3457
RUB
100
RUB
5.8189
თქვენი აზრით, საითკენ უნდა იყოს მიმართული საქართველოს ორიენტირი?
შემოქმედებითი პოტენციალით ყველა...
 
ცხოვრება უცნაურია: მშობლებს...
 
გაფანტული სკლეროზი ნერვული...
 
კალენდარი
« მარტი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
  
09:00 / 01-11-2009
ქალები, რომლებმაც XX საუკუნე შეცვალეს
ისინი სულით ძლიერნი იყვნენ,  ზოგიერთები - დღესაც ასეთები არიან. არ ეშინიათ,  დროს გაუსწრონ და ჩარჩოებს გასცდნენ... სწორედ მათი მიღწევები იწვევს ყველაზე დიდ აღფრთოვანებასა და პატივისცემას საზოგადოებაში. გთავაზობთ “XX საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავ ქალებს”.

კოკო შანელი

ამ გამხდარმა ქალბატონმა, საშინელი ხასიათითა და გამჭრიახი გონებით, სულ თავდაყირა დააყენა წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი. “ერთადერთი პულოვერით და მარგალიტის მძივით” კოკო შანელმა მოდაში რევოლუცია მოახდინა. “თუ 30 წლის ქალი ჯერ კიდევ არ არის ლამაზი, ე.ი. ის სულელია”, - დარწმუნებული იყო დიდებული მადმუაზელი.

მან ქალები კორსეტებისგან, ფუშფუშა კაბებისა და რთული ვარცხნილობებისგან გაათავისუფლა - სამაგიეროდ აჩუქა შავი ფერი, მოკლე ვარცხნილობები, შარვალი, Chanel #5-ის არომატი და პატარა შავი კაბა. მისი გამოგონებების შესახებ კი ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ კოკო შანელი გარდაცვლილ საყვარელზე დარდობდა, მაგრამ გლოვა არ შეეძლო, რადგან არ იყო მასთან ოფიციალურად შეუღლებული, ამიტომაც გადაწყვიტა, ყველა ქალი სამგლოვიარო ფერით შეემოსა.
თაყვანისმცემლები კი ბლომად ჰყავდა. მთელი ცხოვრება მდიდარი მამაკაცები ინახავდნენ - არისტოკრატები, სამეფო ოჯახების წევრები, რუსი თავადი დიმიტრი, რომლის წყალობითაც კამბონის ქუჩაზე მოდის სახლი დააარსა, თუმცა მაინც არც ერთს არ გაჰყვა ცოლად. ვესტმინსტერის ჰერცოგს ხელის თხოვნაზე ასე უპასუხა: “ჰერცოგინია ბევრია, მადმუაზელი კი - ერთადერთი!”

დედა ტერეზა

მას სიცოცხლეშივე წმინდა ქალად მიიჩნევდნენ. ის საკუთარ თავს “ღვთის ხელში ფანქარს” უწოდებდა. აგნეს გონჯა ბოიაჯიუ, რომელსაც მთელ მსოფლიოში დედა ტერეზას სახელით იცნობდნენ, 1910 წელს დაიბადა ალბანელი მემწვანილის ოჯახში. 18 წლისამ მშობლიური სახლი დატოვა და “ლორეტის დების” მისიონერული ორდენის მონაზონი გახდა - დაავადებულების, კეთროვნების, გაჭირვებულების დახმარებას მიუძღვნა თავი.
36 წლისამ დააფუძნა მოწყალების ორდენის საზოგადოება, რომელიც სკოლების, თავშესაფრების, ღარიბთა და დაავადებულთათვის საავადმყოფოების შექმნით იყო დაკავებული, მათი ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად. მას მერე მისი სახე მოწყალებისა და იმედის სიმბოლოდ იქცა და ყველა ცხელ წერტილში ჩნდებოდა

- ჩრდილოეთ ირლანდიაში, სამხრეთ აფრიკაში, ლიბანში...
როდესაც მომაკვდავ, 87 წლის დედა ტერეზას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ოდესმე უქმე დღეები ან დღესასწაულები, მან უპასუხა: “მე ყოველდღე ზეიმი მქონდა”.

მერილინ მონრო

ის ამერიკის სექსსიმბოლო იყო, მასზე მთელი მსოფლიოს მამაკაცები ოცნებობდნენ. ქერა კულულები, დამაბრმავებელი ღიმილი, ოდნავ აპრეხილი ცხვირი - ყველაფერი თითქოს სრულყოფილი ჰქონდა. ბევრს მიაჩნია, რომ მერილინ მონრო იმ მომენტში დაიბადა, როდესაც ნორმა ჯინმა თმა პლატინისფრად შეიღება. სინამდვილეში, მას მთლიანად მოუხდა საკუთარი თავის შეცვლა.
ბავშვობაში, რომელიც სიღარიბეში გაატარა, “თაგვს” ეძახდნენ. წყნარი გოგონა “კარტოფილა” ცხვირით და დაუმორჩილებელი თმით არავის უყვარდა, და მანაც პირობა დადო საკუთარ თავთან, რომ მასზე მსოფლიო ალაპარაკდებოდა. ცხვირი, ლოყები, ნიკაპი და თეძოები პლასტიკური ქირურგის “შემოქმედებაა”. თუმცა მერილინს ამ ყველაფერმა ბედნიერება ვერ მოუტანა - ის ცნობილიც იყო და მდიდარიც, მაგრამ იმავდროულად უბედური.
განსაცვიფრებელი გარეგნობა მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა - მერილინს მხოლოდ სულელი მომხიბლავი ქალების როლები ხვდებოდა, თანაც, კომედიებში. შემოქმედებასთან ერთად არც პირად ცხოვრებაში იყო ისე რეალიზებული, როგორც თავად სურდა - რამდენიმე უიღბლო ქორწინება, უსასრულო აბორტები კარიერისთვის... პლანეტის ყველაზე სასურველი ქალი ცხოვრებიდან ახალგაზრდა, მარტოხელა და უბედური წავიდა, ისე, რომ ვერასდროს იგრძნო თავი მართლაც ყველაზე საყვარელ ქალად.

ინდირა განდი

1966 წელს, როდესაც ის პირველად დანიშნეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრად, მეტოქეებმა “სულელი თოჯინა” უწოდეს. როგორ ცდებოდნენ! გოგონა სახელად “მთვარის ქვეყანა” (ასე ითარგმნება ინდირა განდის სახელი) 1917 წელს დაიბადა ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ოჯახში. შემდეგ გათხოვდა და ორი ვაჟი გააჩინა - რაჯივი და სანჯაია. ის პერიოდი ქალის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო.
თუმცა ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა: ჯერ ქმარი დაკარგა, მერე - მამა და უმცროსი ვაჟი. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რა ხდებოდა მის გულში, მაგრამ გარეგნულად ძალიან მალე მოვიდა გონს. საშუალო სიმაღლის ქალი შავი, ადრე გაჩენილი ჭაღარა თმით შუბლთან, პატრიციანული პროფილითა და სარიზე მიმაგრებული ვარდისფერი ყვავილით სულ მალე გახდა სიბრძნისა და ძალაუფლების სიმბოლო. თანამემამულეებმა მასში თვით სიბრძნის ღმერთ შაქტის განსახიერება დაინახეს. ინდირა განდი იქცა პირველ ქალად, რომელმაც მიიღო უფლება, თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი გადაეწყვიტა და კარდინალურად შეცვალა ის უკეთესობისკენ.

ბოლო წუთამდე ძლიერი, თავდაჯერებული ინდირა უპირველესად ქალად რჩებოდა და ეს მისი ერთადერთი და საბედისწერო “შეცდომა” იყო. 1984 წლის 31 ოქტომბერს ინტერვიუზე მიმავალი, დიდხანს ირჩევდა სამოსს და ვერც ეჭვობდა, რომ ეს მისი უკანასკნელი დღე იყო ცხოვრებაში. ზაფრანისფერი კაბის არჩევის შემდეგ ინდირამ ჯავშანჟილეტი გაიხადა - მიიჩნია, რომ ის ასუქებდა...

ჟურნალი "რეიტინგი"

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:46 / 11-03-2010  Image ბორის ბერეზოვსკი მიხეილ სააკაშვილთან ბათუმში შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
სააკაშვილისა და ბერეზოვსკის ბათუმში კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ განცხადება  დღეს, მოძრაოაბა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გააკეთა
17:00 / 11-03-2010  Image ირაკლი ალასანია თბილისის მერის არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

ამის შესახებ ალასანიამ სასტუმრო “თორში” ეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

16:32 / 11-03-2010  Image უკრაინას ახალი პრემიერი და მთავრობა ჰყავს

ამ საკადრო გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 242-მა დეპუტატმა 450-დან