"ბიძინას გაჭირვებულ ქვეყანას ვასაძე აღმართში დაეწიაო" - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ფეისბუქ-გამოხმაურებები

"ბიძინას გაჭირვებულ ქვეყანას ვასაძე აღმართში დაეწიაო" - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ფეისბუქ-გამოხმაურებები

ბიძინა ივანიშვილის გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს, ფეისბუქზე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ მისი ოპონენტების შეფასებებს აღნიშნულ ინტერვიუზე:

ბუკა პეტრიაშვილი: "მძევლები გამოუშვან, აღიარეთ, რონ შეცდომაში შეგიყვანეს და ვინც შეგიყვანათ შეცდომაში, იმას პასუხი მოთხოვეთ და მერე ვილაპარაკოთ კომისიაზე! ისე მოტივი რო არ აქვს დანაშაულის დადგენილი და ხალხს იჭერს და ამას ტელევიზორით აღიარებს, ეს როგორია? ჩვენ ჯინაზე უდანაშაულო ხალხი რატომ უნდა ისჯებოდეს? ვინც გიღალატა და მაინც შიგნით გყავს, იმას მოთხოვე, გამოვიდეს ეს ხალხი და დავამთავროთ! დანარჩენზე მერე!"

თამარ ჩერგოლეიშვილი: "ვისაც არ, ან აღარ ვევასები, ყველა ბოკერიაა. ვაშინგტონ პოსტიც და ალასანიაც - ასე ფიქრობს ბრძენთა ბრძენი"

გოგა ხაჩიძე: "ბიძინას გაჭირვებულ ქვეყანას - ვასაძე აღმართში დაეწიაო

(ქართული ხალხური)"

გოგა ხაჩიძე: "ეუბნებიან რომ ბრძენია; რომ პელეა; რომ ილია ჭავჭავაძის შემდეგ მსგავსი ინტელექტის ადამიანი საქართველოს არ ჰყოლია; რომ მეორე ქრისტეა (ესეც ციტატაა); რომ სასწაულების მოხდენა შეუძლია...

ამას ემატება ის, რომ რეალურად დიდი ფული აქვს. როგორ და რა პირობებში ნაშოვნი - სხვა თემაა.

ფაქტია, რომ იდეებით და ინტელექტით, რბილად რომ ვთქვათ, არ ბრწყინავს, თუმცა ვირეშმაკობით და მაფიოზური უნარ-ჩვევებით გასაოცარ შედეგებს მიაღწია.

ამას ისიც ემატება, რომ ხელისუფლებაში მოსვლა შეძლო და რეალური ძალაუფლება აიღო ხელში.

ჰოდა ასეთ მოცემულობაში რატომ

გიკვირთ, რომ

ყველაფერზე აზრს გამოთქვამს, დაწყებული პოლიტიკით, დამთავრებული - დიდი ადრონული კოლაიდერით.

აბა თქვენი თავი წარმოიდგინეთ მის ადგილზე?!

ეს ან უფულოდ უნდა დარჩეს ერთ მშვენიერ დღეს და რეალობამ მიუჩინოს კუთვნილი ადგილი, ან ვინმე თავზეხელაღებულმა უნდა უთხრას სრული სიმართლე.

ოღონდ ისე არა, როგორც ალასანიამ წამოიძახა მეგობართან საუბრისას - "აუ რა ხეაო"

არა, პირადად უნდა უთხრას, თვალი თვალში გაუყაროს და ისე.

საინტერესო სანახავი იქნება".

ფოტოშარჟის ავტორი: ნუგზარ ნუგო მეტრეველი

მეტი ინფორმაციისთვის| ბიძინა ივანიშვილი: გავბედე და კიდევ გავბედავ!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია