ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საქართველოში სექსის შესახებ

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საქართველოში სექსის შესახებ

"საქართველოში რომ ჩამოვედი, ტაქსის მძღოლმა მითხრა, რომ ქალებთან ურთიერთობაში შეზღუდული ვიქნებოდი. "საქართველოში ან ფული უნდა გადაიხადო, ან ცოლად მოიყვანო", - მარწმუნებდა მძღოლი. შოკში ჩავვარდი, რადგან უკვე ნამყოფი ვიყავი ნარიყალაზე და თინეიჯერების ჰორმონების სუნი ისე მძაფრად იდგა, კინაღამ გული წამივიდა. ამასთან, მაღაზიებსა და რესტორანში გოგონებისგან ფლირტი ვიგრძენი.

საქართველო შესაძლოა, იბიცას კლუბი არ არის, მაგრამ არც საუდის არაბეთია. ყვლამ იცის, რომ საქართველოში სექსის დეფიციტი არაა, უბრალოდ ამ მითს არ ანგრევენ.

ავიღოთ მაგალითად ტრადიციული გენდერული სტერეოტიპები. პირველი ის, რომ ქართველი მამაკაცები ყველა ქალს მოწონთ. მეორე ის, რომ ქართველი ქალები ქალიშვილები არიან, 19-ე საუკუნის პერსონაჟებივით დიდსულოვნები, რომლებიც ქორწილის ღამის ერთი ვნებიანი ღამის შემდეგ თავდადებული დედები ხდებიან. რეალურად, შეუძლებელია საქართველო ერთდროულად იყოს დონ ჟუანების და ქალიშვილების ქვეყანა, ლოგიკურად არ გამოდის.

ქართველი კაცები და ქალები არაფრით განსხვავდებიან სხვა ეთნოსის ქალების და კაცებისგან - მათ იგივენაირი სურვილები და მოთხოვნილებები აქვთ. საქართველოში გაუთხოვარ ქალზე მძიმე წნეხი მოდის საზოგადოებიდან. მათგან ითხოვენ, რომ იყვნენ უბიწონი.

არსებობს აგრეთვე სხვა მითებიც. მაგალითად ის, რომ ქართველი კაცი ძალიან წუნიაა და თუ ქალი ქალიშვილი არაა, მას ცოლად არ მოიყვანს. არცერთ ჩემს უცოლო მეგობარს არ უნდა ქალიშვილი ცოლი და რომ დაფიქრდე, ასეთი რამის სურვილი ძალიან უცნაურია. ქალი მეგობრებიც არ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია თავი პირველი ღამისთვის გადაინახო.

გამოკითხვები, პოლიტიკოსები და ტაქსის მძღოლებიც კი გეტყვიან, რომ საქართველო ძალიან კონსერვატორული ადგილია, სადაც სექსი ქორწილამდე და ქორწილს მიღმა მიუღებელი რამაა (მიუღებელი, თუ ქალი ხარ). მაგრამ ასე არაა - როგორც დასავლეთში სოციალურ და სექსუალურ რევოლუციებამდე, აქაც ბევრი ტაბუირებული თემაა და ბევრი ადამიანი განიცდის უხერხულობას მორალური სიწმინდეების შეცვლის თაობაზე. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი ამაზე არ საუბრობს, არ ნიშნავს, რომ ეს რეალურად არ ხდება" - წერს ჟურნლაისტი უილიამ დანბარი.

მომზადებულია thefastertimes.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია