თბილისში 18 წლის ილია ნიჟარაძე გაუჩინარდა - "მეგობრების სანახავად წავიდა და აღარ გამოჩენილა"

თბილისში 18 წლის ილია ნიჟარაძე გაუჩინარდა - "მეგობრების სანახავად წავიდა და აღარ გამოჩენილა"

18 წლის ილია ნიჟარაძეს ოჯახი ეძებს. ის 12 თებერვალს, დაახლოებით დღის 2 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. როგორც ambebi.ge-ს ილიას მამიდამ, ნანა ნიჟარაძემ აცნობა, 12 თებერვალს მისი ძმიშვილი უნივერსიტეტში მეგობრების სანახავად წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა:

"იმ დღეს ლექციები არ ჰქონდა. გვითხრა, მეგობრებს ვნახავ სასწავლებელშიო. საქართველოს უნივერსიტეტში პირველი კურსის სტუდენტია. დაახლოებით ღამის 10-ის ნახევრისთვის ველაპარაკე ბოლოს მობილურზე. მითხრა, რომ სახლში მოდიოდა. რომ არ გამოჩნდა დაკონტაქტება ვცადეთ, მაგრამ ვეღარ დავუკავშირდით მობილურზე. რა შეიძლება იყოს ილიას დაკარგვის მიზეზი, არ ვიცი. არც პრობლემები ჰოქნია, არც ცუდ წრეში ყოფილა გარეული. იუმორით სავსე ადამიანია. იმ დღესაც, როცა სახლიდან გავიდა, მშვენიერ ხასიათზე იყო... ყველას გთხოვთ, დაგვიკავშირდით თუკი სადმე მოგიკრავთ თვალი ჩემი ძმისშვილისთვის. ილიას ტყუპისცალი ძმა ჰყავს და ზოგს მასში ერევა, გვირეკავენ, აქა და აქ დავინახეთო. მერე კი ვარკვევთ, რომ ეს ილია კი არა, მისი ძმა იყო",- გვიამბო ნანა ნიჟარაძემ.

ნანა ნიჟარაძე ამბობს, რომ ილია ნიჟარაძის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავებსაც მიმართეს.

"ვაკე საბურთალოს სამმართველოშია განაცხადი გაკეტებული 13 თებერვალს. იმ წუთიდან მუშაობს გამომძიებელი", - ამბობს ილია ნიჟარაძის მამიდა.

იმ დღეს, როდესაც ილია დაიკარგა, ეცვა მწვანე ზედა, რომელიც პირველ ფოტოზეა ნაჩვენები. თუკი 12 თებერვლის შემდეგ ვინმეს დაგინახავთ ილია ნიჟარაძე, გთხოვთ, დარეკოთ ამ ტელეფონის ნომრებზე: 597990441 ; 597747816

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია