ნინი ბადურაშვილი მეორედ გათხოვებას აპირებს

ნინი ბადურაშვილი მეორედ გათხოვებას აპირებს

მომღერალი ნინი ბადურაშვილი არ ნანობს გათხოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმის მიუხედავად, რომ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, - ამის შესახებ მან ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში აღნიშნა. ამასთან, მომღერალი ამბობს, რომ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და "აუცილებლად გათხოვდება მეორედაც". Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:

"სარკე": როგორ უნდა შეინახოს ლამაზმა და პოპულარულმა ქალმა პირადი ცხოვრება საიდუმლოდ?

ნინი ბადურაშვილი: არსებობენ ლამაზი და პოპულარული ქალები, რომელიც თავიანთ პირად ცხოვრებას ისე მალავენ, რომ ვერავინ ვერაფერს იგებს. მე ალბათ ყველაზე ძალიან უნდა ვცდილობდე ამას. ამ ეტაპზე არანაირად არ მინდა, ჩემს პირად ცხოვრებაში რამე ხდებოდეს - ბავშვსა და კარიერაზე ვარ გადართული. ამის დრო რომ მოვა ჩემს ცხოვრებაში და გამოჩნდება ვინმე, აუცილებლად გავთხოვდები მეორედ.

"სარკე": ანუ თამამად გადადგამთ ამ ნაბიჯს, ოჯახის მეორედ შექმნის არ გეშინიათ?

ნინი ბადურაშვილი: არანაირად! ხვალ რომ გამოჩნდეს ვინმე კონკრეტული პრინცი, მიუხედავად იმისა, რომ პრინცების არ მჯერა, თუ მომინდება მასთან ურთიერთობა, დავიწყებ. ოჯახის დანგრევის გამო არანაირი კომპლექსი არ გამჩენია. ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ, არ მეგონა, ასეთი თუ ვიყავი. ორსულობის პერიოდში ისეთი ამბები გადავიტანე - პირად ცხოვრებასთან თუ ბინიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად არ მეგონა, ამ ყველაფერს ასე მშვიდად თუ გავუძლებდი.

"სარკე": რადგან გამოსახლება ახსენეთ, აქვე გკითხავთ, საბოლოოდ დასრულდა სამართლებრივი დავა ამ საკითხზე?

ნინი ბადურაშვილი: ეს საქმე დღესაც სასამართლოშია, პროცესი არ დასრულებულა. მჯერა, რომ ყველა ადამიანს აბსოლუტურად უბრუნდება ის, რასაც გასცემს და თან ისე, რომ ხვდება, რის გამოხდება მის თავს რაღაც...

"სარკე": ოჯახის დანგრევა მწარე, მაგრამ მაინც გამოცდილებაა, მასაც აქვს სასარგებლო მხარე. ახალ ურთიერთობაში რას გაითვალისწინებთ?

ნინი ბადურაშვილი: მოდი, ასე ვიტყვი - ათი წელი დადიან წყვილები და ოჯახის შექმნის შემდეგ ორ თვეში ენგრევათ ურთიერთობა. პირიქითაც ხდება - ერთთვიანი ნაცნობობის მერე მყარ ოჯახს ქმნიან. მე, მაგალითად, არ ვნანობ, რომ გავთხოვდი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მაშინ მეგონა სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია