დღეს ივანიშვილი იუბილარია - გაუხმაურებელი ისტორიები ექსპრემიერის ბავშვობიდან

დღეს ივანიშვილი იუბილარია - გაუხმაურებელი ისტორიები ექსპრემიერის ბავშვობიდან

18 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" ფუძემდებელი ბიძინა ივანიშვილი დაიბადა, მას დღეს 59 წელი შეუსრულდა. ივანიშვილის იუბილესთან დაკავშირებით, გთავაზობთ მისი ერთ-ერთი კლასელის, თინათინ გამგებელის ინტერვიუს, რომელიც "მოქალაქის" ბავშვობის დეტალებზე საუბრობს:

  • "ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა... ";
  • "მე რომ მთელ დღეს ვანდომებდი "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროებს, ბიძინა წაიკითხავდა და უკვე იცოდა";
  • "ბიძინა ძალიან დინჯი იყო. შვიდი გოგო ვიყავით კლასში და ყველას ერთნაირად გვექცეოდა. დღესაც ისეთივე პატივს გვცემს შვიდივეს...";
  • "ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო";
  • "როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო...";
  • "ბიძინას ყოველთვის გატკიცინებული ყელსახვევი ეკეთა, მაგრამ სკოლიდან გამოსული ჯიბეში იკუჭავდა";
  • "ჩემი დის გაბედნიერებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა. რომ გაიპარა, ბიძინას სთხოვა, ჩემოდანი საჩხერემდე ჩამატანინეო...";
დაგაინტერესებთ| ივანიშვილის წარსული, რომელიც ჯერ ბევრს არ უნახავს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია