ქართული შოუს წამყვანებმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს, რომ შვილს ელოდებიან

ქართული შოუს წამყვანებმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს, რომ შვილს ელოდებიან

მსახიობი კოტე თოლორდავა და რეჟისორი განო მელითაური, რომლებიც ამჟამად ტელეკომპანია "პალიტრა TV"-ზე საკუთარ შოუს უძღვებიან სახელწოდებით "შუადღის ამბებით განო და კოტე", უკვე მერვე წელია, ცოლ-ქმარი არიან. წყვილს ორი საერთო შვილი - 5 წლის ტასო და 2 წლის თარაში ჰყავს, ხოლო კოტეს უფროსი შვილი, ბუკა ჰყავს. დღეს კი წყვილმა გადაცემის დასაწყისში მაყურებელს ოჯახური საიდუმლო გაუმხილა.

"არანაირად არ შემიძლია დავმალო ჩემი განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობის მიზეზი. არ ვიცი, რამდენად სწორია ამის საჯაროდ თქმა, მაგრამ ჩემი მეუღლე არის ორსულად და მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ!", - განცხადა კოტე თოლორდავამ გადაცემის პირდაპირ ეთერში.

რაც შეეხება წყვილის თანაცხოვრებასა და გადაცემის როლს მათ ურთიერთობაში, ამის შესახებ კოტე თოლორდავა ჟურნალ "რეიტინგთან" საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს:

"შვილები გვყავს და ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქორწინების მესამე და მეშვიდე წლები ყველაზე კრიზისულია. ეს გადაცემა, შესაძლოა, ჩვენც დაგვეხმაროს ამ პერიოდის გადალახვაში. აქამდე არ გვქონია დრო, რომ ლანჩზე ერთმანეთს შევხვედროდით. მგონია, რომ ეს გადაცემა დაგვეხმარება ჩვენი ურთიერთობის გამყარებაში, რადგან აქამდე მხოლოდ საღამოობით გვქონდა ერთმანეთის ნახვის საშუალება. ახლა კი შევძლებთ, თუნდაც ის ერთი საათი დავსხდეთ, ჩვენც გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი და მაყურებელსაც გავაგებინოთ ბევრი რამ."

შეგახსენებთ, რომ შუადღის შოუ, "შუადღის ამბებით განო და კოტე" "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" პირდაპირ ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 14:10 საათზე გადის.

იხილეთ ფრაგმენტი გადაცემიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია