"საქართველოს მთავრობა კიევმა სამი ასოსკენ გრძელ სექსუალურ მოგზაურობაში გააგზავნა" - გრიგოლ ვაშაძის უხამსი პოლიტიკური ანალიზი

"საქართველოს მთავრობა კიევმა სამი ასოსკენ გრძელ სექსუალურ მოგზაურობაში გააგზავნა" - გრიგოლ ვაშაძის უხამსი პოლიტიკური ანალიზი

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ "სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებას" ეხმაურება:

"რუსეთი ცხინვალის რეგიონის "სამართლებრივ" ანექსიას ამთავრებს დღეს მოსკოვში საოკუპაციო რეჟიმთან "ხელშეკრულების" ხელმოწერით. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დებალცევოს დატოვება უწევთ რუსი ოკუპანტების გააფთრებული შეტევების შემდგომ. ჩვენ მოკავშირეს ჰყავს ბევრი დაღუპული, დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე.

რუსი ნაცისტები კიდევ ერთხელ არღვევენ საერთაშორისო შეთანხმებას და კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათთვის საერთაშორისო სამართალი არაფერს ნიშნავს, ისევე, როგორც მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ლავროვი მოსკოვიდან თითს უქნევს თბილისს და მკაცრი ზომებით გვემუქრება ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანის გამო.

ეკონომიკური, სავალუტო და პოლიტიკური კრიზისი ერთად მოასკდა საქართველოს...

რით არის დაკავებული ყრუ პროვინციალების გაერთიანება, თავის თავს "ხელისუფლებას" რომ ეძახის? ვენდეტით: უკრაინისგან პრეზიდენტ სააკაშვილის გადმოცემას ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა ისინი უკვე სამჯერ გააგზავნა სამ ასოსკენ გრძელ სექსუალურ მოგზაურობაში.

ამისთანა იმბეცილები გინახავთ?" - წერს ვაშაძე "ფეისბუქზე".

იხილეთ | მოსკოვს და ცხინვალს შორის "სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმება" გაფორმდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია