ქვეყნები, საიდანაც საქართველოში პირატული საქონელი შემოდის

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში პირატული საქონელი შემოდის

სამოსი, ტექნიკა, ჰიგიენური საშუალებები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა შეძენისას მომხმარებელი უპირატესობას კონკრეტულ ბრენდს ანიჭებს. ცხადია, კომპანიების მთავარი საზრუნავი, მომხმარებლის ცნობიერებაში მათი ბრენდის დამკვიდრებაა, რაც რეკლამით თუ სხვა საშუალებით მიიღწევა. თუმცა, რამდენად დაცულია მომხმარებელი კონტრაფაქტული საქონლის შეძენისგან? მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.

მომხმარებელი ე.წ. ბრენდულ მაღაზიაშიც კი დაუცველია უხარისხო, პირატული საქონლის შეძენისგან. ალბათ გახსოვთ, აიფონ+-თან დაკავშირებული სკანდალი. Aპპლე შტორე Gეორგია-ს მომხმარებლები მათ მოტყუებაში ადანაშაულებდნენ. საუბარია იმაზე, რომ ტექნიკა პირატული იყო და Aპპლე-თან საერთო არ ჰქონდა. მომხმარებელი კი პატენტს ორიგინალის ფასში იძენდა. ამ თემის შესახებ სხვადასხვა ფორუმებზე უკმაყოფილო მომხმარებელთა კომენტარები მრავლადაა. თუმცა, მეტად ეს საქმე წინ არ წასულა და ორგანზიაციის პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა.

ანალოგიური მდგომარეობაა სამოსისა და ჰიგიენური საშუალებების მხრივ. ცხადია, მომხმარებელი, რომელიც ბაზრობაზე "არმანის," "დოლჩე და განაბას" თუ სხვა ბრენდებით ეტიკეტირებული სამოსს იაფად იძენს, ხვდება, რომ ის ორიგინალური ვერ იქნება. თუმცა, სხვა საკითხია, როცა იგივე პრობლემა ბრენდირებულ მაღაზიაში გვხვდება. ხშირად ორიგინალის ნაცვლად მომხმარებელი პატენტს იძენს და მასში საკმაოდ ძვირსაც იხდის. ეკონომიური ზარალის გარდა, ჰიგიენური საშუალებების შეძენისას მომხმარებლის ჯანმრთელობას შესაძლოა სერიოზული ზიანი მიადგეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია