livejournal.com-ზე ბლოგერი "cyxymu" თბილისის ქუჩებში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, რომელშიც რუსული სამხედრო მანქანები ჩანს.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინგუშეთის რეგიონის რუსული სატრანზიტო ნომრებით სამხედრო მანქანები გუდაურის მხრიდან შეამჩნიეს. მსგავსი, ან იგივე მანქანები თბილისშიც დააფიქსირეს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ რუსი ოკუპანტების ტექნიკას გიუმრიში ტრანზიტი გაუხსნა", - ასეთი შინაარსის ტექსტს ურთავს ბლოგერი გამოქვეყნებულ ფოტოებს.
მეტი ინფორმაციისთვის, Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ოფიციალურ კომენტარს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.