მანანა ბერიკაშვილის ქალიშვილის გრანდიოზული ქორწილი სახელმწიფო თეატრში, ოთხ სართულიანი ტორტი და მოგზაურობა იტალიაში

მანანა ბერიკაშვილის ქალიშვილის გრანდიოზული ქორწილი სახელმწიფო თეატრში, ოთხ სართულიანი ტორტი და მოგზაურობა იტალიაში

საქორწილო ცერემონია მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე - კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა ქალიშვილს ყველაზე დასამახსოვრებელი დღის გადახდა სწორედ ასეთ გარემოში შესთავაზა.

მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილისშვილი ანო მაისურაძე დაქორწინდა. მისი რჩეული მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკა ნანიტაშვილია. წყვილმა ერთმანეთი ამავე თეატრის სპექტაკლში - ”ჩვენ გველის დიდება” გაიცნო. აღნიშნული სპეტაკლის რეჟისორი მანანა ბერიკაშვილია. სწორედ მან მიიწვია წარმოდგენაში სათამაშოდ საკუთარი შვილი ანო. ანო და ნიკა ამ დადგმით გასტროლებზეც იმყოფებოდნენ.

მათი ურთიერთობა თეატრს მიღმა განვითარდა და საბოლოოდ, 14 თებერვალს, ვალენტინობას წყვილმა ჯვარი დაიწერა. მანანა ბერიკაშვილის ინიციატივით, ხელმოწერის ცერემონია მოზარდმაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა. წყვილი დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გივი ბერიკაშვილმა წარუდგინა. თეატრის სცენა იმ სპექტაკლის დეკორაციით იყო გაფორმებული, რომელშიც ანომ და ნიკამ ერთმანეთი გაიცნეს. წყვილმა სცენაზე ვალსი შეასრულა.

დარბაზში მყოფ სტუმრებს შორის იყვნენ თეატრალური საზოგადოების, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, წყვილის მეგობრები და ნათესავები. ანომ საქორწილო თაიგული სცენიდან ისროლა.

ხელმოწერის შემდეგ, თეატრის ფოიეში ფურშეტი გაიმართა. ახალდაქორწინებულებმა ოთხ სართულიანი ცისფერი ტორტი გაჭრეს. იმავე ღამეს წყვილი საქორწინო მოგზაურობაში იტალიაში გაემგზავრა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია