"გვირეკავდნენ "ეკა კვესიტაძეები" და შვილების სიკვდილითა და ოჯახის ამოხოცვით გვემუქრებოდნენ" - კოკა ყანდიაშვილის პასუხი ეკა კვესიტაძეს

"გვირეკავდნენ "ეკა კვესიტაძეები" და შვილების სიკვდილითა და ოჯახის ამოხოცვით გვემუქრებოდნენ" - კოკა ყანდიაშვილის პასუხი ეკა კვესიტაძეს

ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა, რომ მას ე.წ. კანონიერმა ქურდმა, "ლავას ოღლიმ" დაურეკა და დაემუქრა. ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა. კვესიტაძემ უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა და ის ტელეფონის ნომერიც ღიად დაწერა, რომლიდანაც, მისი თქმით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა დაურეკა.

ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის დღეებში, მასაც ურეკავდნენ "ეკა კვესიტაძეები", "უტიაშვილები", "სააკაშვილები" და ემუქრებოდნენ:

"ეკა კვესიტაძე: - "მირეკავენ კანონიერი ქურდები და საქმეს მირჩევენ..... მიყვირიან უხეშად......

მინდა ვთხოვო შსს-ს - ყველაფერი გააკეთეთ, რომ გამოიძიოთ ეს საქმე!!!

პ.ს. 7 ნოემბრის დღეებში და მერე მთელი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, დღეში რამოდენიმეჯერ - მეც, და ყველა იმ ადამაინს ვისაც ოპოზიციასთან გვქონდა ურთიერთობა, გვირეკავდნენ "ეკა კვესიტაძეები" - "უტიაშვილები" - "სააკაშვილები" და სიკვდილით გვემუქრებოდნენ. შვილების სიკვდილით. ოჯახის ამოხოცვით, დაშინებით, ლანძღვით და გინებით. სამსახურიდან ყრიდნენ ოჯახის წევრებს და ნათესავებს, ვისაც ახალგაზრდა ბიჭი ჰყავდა ოჯახში იჭერდნენ... დილით - ნაშუადღევს და შუაღამისას..... ეს არ მთავრდებოდა ოქტომბრიდამ და თებერვლამდე 2007-2008 წლები. მაშინ შსს-ს მიმართეს არა მხოლოდ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, არასამთავრობოებმა, ჟურნალისტებმა და პარლამენტის დეპუტატებმა, - პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც, საელჩოებმაც თხოვეს თავად ვანოს და მიშას - მაგრამ, სააკაშვილის პოლიტიკურმა შსს-მ ვერც ერთი ნომერის მფლობელი ვერ დაადგინა, არა და შტაბის სხდომაზე, ერთი 30 ადამიანი ვიყავით და თათბირის დროს - ერთი და იგივე ნომრებიდან გვირეკავდნენ ერთი და იგივე ადამიანები ერთნაირი მუქარის ტექსტებით.....",  - ნათქვამია ყანდიაშვილის სტატუსში.

FB.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტი

იხილეთ| ეკა კვესიტაძეს ე.წ. კანონიერი ქურდი ემუქრება - ჟურნალისტი დახმარებას ითხოვს

თსუ-ს რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

"ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა" - მეგობრები 26 წლის ბიჭის სიცოცხლისთვის იბრძვიან

ინფლუენსერები და ინფლუენსერ მარკეტინგი - infleuncer.ge