შმაგის ბიზნესი, რომელმაც სრულიად საქართველო ააფორიაქა - რეალურად, ვის ეკუთვნის სატვირთოები რუსული სატრანზიტო ნომრით

შმაგის ბიზნესი, რომელმაც სრულიად საქართველო ააფორიაქა - რეალურად, ვის ეკუთვნის სატვირთოები რუსული სატრანზიტო ნომრით

სატვირთო ავტომანქანები რუსული ნომრებით თბილისის შემდეგ უკვე ფოთში, სენაკში და ონლაინ გაყიდვების საიტზეც გამოჩნდა.

"2 სულ ახალი, საუკეთესო მდგომარეობაში ორივე, (მთლიანად იზოლირებული, ავტოპილოტი, ლებიოდკა, პოდკაჩკა. ყველაფერი იდეალურად მუშაობს. ასევე გვაქ ნაწილები, ახლები, პაკრიშკები 12 ცალი, თავისი კამერით და დისკით, продаётся новая бензопила Урал (700лар)", - წერს განცხადების ავტორი.

Myauto-ზე ავტომობილს ვინმე შმაგი ყიდის, რომელიც Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღებამ ძალიან დაღალა.

"ეს რუსეთში ჩამოწერილი მანქანებია, რომლებიც ლარსიდან გუშინწინ შემოვიყვანე. არანაირი პრობლემა არ არის და ტყუილად არის ატეხილი აურზაური. მთელი დღეა, მირეკავენ და სული ამომხადეს უკვე. ეს არ არის სამხედრო მანქანები. არც ამ ნომრებით შემოყვანაზე არანაირი პრობლემა არ მქონია, რადგან ყველაფერი კანონიერად ხდება. რაც საჭირო იყო, ყველა საბუთი სახეზე მაქვს", - ამბობს შმაგი Ambebi.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება რეგიონებს, "თავისუფალი ზონის" ინფორმაციით, რუსული ნომრებით სატვირთო მანქანები ფოთში 9 აპრილის ხეივანთან, სენაკში კი საჯირეს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

შეგახსენებთ, რომ საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე, რუსულ სანომრე ნიშნებიან სატვირთო მანქანებზე კომენტარი თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემაც გააკეთა. ჯანელიძე ამტკიცებს, რომ რუსული სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანები, რომლებიც თბილისში გუშინ შენიშნეს, საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომანქანები უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი მიზნით მომხდარიყო, შესაბამისად, თავდაცვის მინისტრი აბსურდს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ავტომანქანები სამხედრო დანიშნულებისაა.

"ეს არის სრული აბსურდი, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი სამხედრო ტვირთის, ნებისმიერი ორმგარი დანიშნულების ტვირთის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე ხდება თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და ზედამხედველობით, ამიტომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მე მოვისმინე უამრავი აპოკალიპტური სცენარი, თუმცა სინამდვილეში ეს იყო მანქანები სპეციალური ნომრებით, რომლებსაც ქვეყნის გარეთ გასვლა არ შეეძლო და საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს. კერძოდ, ძალიან მარტივი მიზეზით და მოტივით - უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი სახით მომხდარიყო. მანქანები მართალია ხაკისფერია, მაგრამ მათ არ ჰქონიათ არც სამხედრო ნომრები და არც ამ კუთხით, სხვა რაიმე აღმნიშვნელი ნიშანი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია