დიდმარხვის კალენდარი: კვების გრაფიკი დღეების მიხედვით (+ცხრილი)

დიდმარხვის კალენდარი: კვების გრაფიკი დღეების მიხედვით (+ცხრილი)

აღდგომის მარხვა – ყველაზე დიდია და მკაცრი, მაგრამ თუ ზოგიერთ დღეს, პრაქტიკულად, ვშიმშილობთ, სხვა დღეებში შესაძლებელია პატარა სადღესასწაულო სუფრის მოწყობა.

მაშ, როგორ ვიკვებოთ დიდმარხვაზე? ყველასათვის ცნობილია, რომ არ შეიძლება არანაირი ხორცეული და რძის ნაწარმი, ასევე, ალკოჰოლი, მიუხედავად იმისა, რომ ის ცხოველური წარმოშობის არ არის.

დასაშვებია მხოლოდ ღვინო, ისიც მხოლოდ შაბათსა და კვირას. მაგრამ ეს კიდევ ყველა შეზღუდვა არ არის. დიდმარხვის პერიოდი რამდენიმე ნაწილად იყოფა და ყოველ მათგანს თავისი წესი აქვს. მასში უკეთ გასარკვევად გთავაზობთ ცხრილს.

მშრალი დღეები

მშრალი დღეები – მარხვის ყველაზე რთული ნაწილია. ამიტომაც ეკლესიის რეკომენდაციით, უმჯობესია მის დასაცველად კურთხევა. მშრალი მარხვის დროს დასაშვებია მხოლოდ ცივი საკვები, რომელიც არ იქნება თერმულად დამუშავებული: უმი ბოსტნეული და ხილი, დამარინადებული ბოსტნეული, თხილი და ხანდახან თაფლი.

გამონაკლისია პური – მიუხედავად იმისა, რომ ის ცხვება, მისი მირთმევა დასაშვებია.

მშრალი მარხვა დიდმარხვის პირველ კვირაზე მოდის, ასევე - ყველა ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მე-2-დან მე-6 შვიდეულის ჩათვლით. ბოლო, ვნების კვირასაც არსებობს დღეები, როცა მშრალ მარხვას იცავენ.

ცხელი საკვები ცხიმის გარეშე

სამშაბათსა და ხუთშაბათს დაშვებულია ცხელი, უცხიმო საკვების მიღება. ამ დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა წვნიანი და ბურღულის ფაფები, მოხარშული კარტოფილი. ასევე - მოხარშული და ჩათუთქული ბოსტნეული – ცხელი კერძი ბევრად ნოყიერია, ვიდრე უმი ბოსტნეული.

ცხელი საკვები სამარხვო სუფრაზე დევს მარხვის მე-2-დან მე-6 კვირის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს.

ზეთზე მომზადებული ცხელი კერძები

ცხიმიანი და ცხელი კერძების მირთმევა მხოლოდ დასვენების დღეებშია დასაშვები. აი, ამ დღეებში შეგიძლიათ შეწვათ კარტოფილი, ბოსტნეულის კატლეტები. ასევე, შაბათ-კვირას შეგიძლიათ მიირთვათ ღვინო.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია