გია სურამელაშვილს ცემით ემუქრებიან - "პატრიოტების" მიმართვა მოქეიფე ვაჟკაცებს

გია სურამელაშვილს ცემით ემუქრებიან - "პატრიოტების" მიმართვა მოქეიფე ვაჟკაცებს

ფრაგმენტი "პატრიოტი TV"-ს ეთერში გასული გადაცემიდან ინტერნეტს იპყრობს. ტელევიზიის Youtube-არხზე გამოქვეყნებული, სამი მამაკაცის მსჯელობა სურამელაშვილსა და "გარყვნილობის სატელევიზიო პროპაგანდაზე" განხილვის თემა გახდა...

"რაღაც თოქშოუები რომ იმართება, აი, ეს სურამელაშვილთან, ისეთ გადაცემებში, როგორიც არის მაია ასათიანის, გია ჯაჯანიძის და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუები, ეს არის გარყვნილობის პროპაგანდა ქვეყანაში და სხვათა შორის, ეს უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. უნდა ისჯებოდნენ ასათიანი, ჟორჟოლიანი და ჯაჯანიძე...

ერთი რამით მინდა მივმართო ქართველ ხალხს, აი, იმ ვაჟკაც კაცს, რესტორნებში რომ დადიან, ვაჟკაცურად ჭიქა რომ უჭირავთ ხელში და ღვინოს რომ სვამენ... სურამელაშვილის დაკრულზე როგორ ცეკვავენ?! მოგიწოდებთ ყველას, აი, ამ მოქეიფე ხალხს მოგიწოდებთ, სადაც ეგ კაცი იცეკვებს, იმ რესტორნებში მაინც ნუ მიხვალთ, რა, ხოდა, ამ "პედიკებმა" და "ლესბოსელებმა" იარონ ერთმანეთში და კისერი უტეხიათ, რაც უნდა ის გააკეთონ, რა... სურამელაშვილი სადაც დაუკრავს, იქ თუ კაცი ხარ, უნდა ადგე და გალახო, მუზიკანტებსაც კი შეურაცხყოფას აყენებს ეგ კაცი, რა...", - ამბობს გადაცემის წამყვანი.

იხილეთ ვიდეო: "პატრიოტი TV", "გასალახი" სურამელაშვილი და მიმართვა მოქეიფე ვაჟკაცებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია