"კითხვა გავდა შემდეგს - ბოზებში დადიხარ, თუ ჩუკენობ?" - ცნობილები ხოფერიას სკანდალურ შოუზე და საზოგადოების დამოკიდებულება ზედმეტი წონის მიმართ

"კითხვა გავდა შემდეგს - ბოზებში დადიხარ, თუ ჩუკენობ?" - ცნობილები ხოფერიას სკანდალურ შოუზე და საზოგადოების დამოკიდებულება ზედმეტი წონის მიმართ

ეკა ხოფერიას ბოლო გადაცემას სკანდალი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის აღშფოთება 19 წლის გიორგი ბასიაშვილის მისამართით დასმულმა კითხვამ გამოიწვია. გიორგი 197 კილოგრამს იწონის, მან გადაცემაში ისაუბრა საკუთარი სიმსუქნის შესახებ, რა პრობლემებს უქმნის ზედმეტი წონა და ა.შ. წამყვანმა კი მას შემდეგი კითხვა დაუსვა: მაპატიე, ოდესმე სექსი გქონიათ?

Ambebi.ge იმ ქართველებს დაუკავშირდა, ვისაც ზედმეტი წონა აქვს ან აწუხებდა ეს პრობლემა და ეკა ხოფერიას შეკითხვის შეფასება სთხოვა.

თაკო დოლაბერიძე (ივენთ-მენეჯერი):

- ვერ მივხვდი. რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი. ეკამ ვისაც დაუსვა ეს შეკითხვა, მას არ ჰქონია ეს პრობლემა. ზოგადად ჭარბი წონა ყველაფერში უშლის ადამიანს ხელს, ექიმებიც დამეთანხმებიან. მე ცუდ ტონად არ მომეჩვენა ეს კითხვა, ცუდი არაფერი იყო, რაც ვნახე. ეს ინტერვიუ ჩანაწერი იყო და იმ ბიჭს პრობლემა რომ ჰქონოდა, ამოაჭრევინებდა. თუ არ დასვამდა ამ კითხვას, ატყდებოდა ამბავი - რატომ არ ჰკითხაო. მე ვფიქრობ, ამ ადამიანებს საქმე არ აქვთ. ყველა სიტყვას ეკიდებიან, ჯერ მიშა მესხი იყო, ახლა ეკამ გადაფარა. არაფერი აღარ მიკვირს. შენი ფილმი რომ წავა "ოსკარზე" და ეს შეგშურდება, იქ ყველაფერია მოსალოდნელი. ჩემი აზრით, პროფესიონალური ინტერვიუ იყო.

სერგი კაკალაშვილი (ბიზნესმენი, პოეტი):

- არ ვუყურებ ამ გადაცემას. "ფეისბუქზე" გავიგე, რაც მოხდა. როგორი შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანის შეფასება? სამწუხაროა, რომ ასეთ ჟურნალისტებს და გადაცემებს აქვს რეიტინგი.

მაიკო კაჭკაჭიშვილი (მუსიკოსი):

- მეც ვიყავი იმ გადაცემაში სტუმრად. ეკა ხოფერიას შეკითხვა კორექტული იყო. მე ჭარბი წონა არ მაქვს, მაგრამ ადამიანი, რომელიც ჭამით მიიყვანს თავს ამ ზომამდე, აუცილებლად უნდა დაუსვა ეს შეკითხვა. თავი როცა გიყვარს და გინდა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიო, არ შეიძლება გახდე 300 კილო. ამას მე მთელი ცხოვრება ვებრძვი და ვცდილობ, დავიკლო და დავიკლო. 200 კილომდე რომ მივალ, ღირსი ვიქნები ეგ კითხვა დამისვან.

ნატუკა გულისაშვილი (მსახიობი):

- ინტერნეტში ვნახე, რომ ამაზე ატყდა ამბავი. ასეთ კითხვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ქართველები არ ვართ შეჩვეული ასეთ კითხვებს. სხვა ფორმით შეიძლებოდა კითხვის დასმა. ეკა ხოფერიას დიდ პატივს ვცემ, ჩვენი მაყურებელი ჩასაფრებულია. უცხოეთში არის მძიმეწონიანებზე გადაცემები და თავად ჰყვებიან ადამიანები თავიანთ ინტიმურ ამბებს, მაგრამ ამას ასე მძიმედ არ ვიღებთ. მე მაინც მიმაჩნია, რომ ისეთი არაფერი იყო, უბრალოდ ჩვენი მენტალიტეტია სხვანაირად მოწყობილი.

ნიკა რამიშვილი (მსახიობი):

- საინტერესოა ასეთი კითხვა, ასეთი კომპლექტაციის ადამიანი თუ შეძლებს, მაგრამ პირდაპირ ეთერში ამ კითხვის დასმა არაკორექტულია, მაგრამ არა საჩხუბარი. 19 წლის ზრდასრული ადამიანია და შეეძლო ან პასუხი არ გაეცა, ან ამოჭრა მოეთხოვა.

Ambebi.ge ასევე დაინტერესდა, თუ როგორია ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჟურნალისტი ნინო ჭელიძე ამბობს, რომ ზოგიერთი კვლევის თანახმად, ჭარბწონიანი ადამიანები ძალიან ხშირად ხდებიან საზოგადოების დაცინვის, დისკრიმინაციული იუმორისა და შეფასებების მსხვერპლი:

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სიმსუქნე და ჭარბი წონა სიკვდილის გამომწვევი რისკ ფაქტორების ხუთეულში შედის, ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ჭარბწონიანთა რაოდენობა გაიზარდა. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ადამიანები იბადებიან თანდაყოლილი მიდრეკილებით ჭარბი ან ნაკლები წონისაკენ. ჭარბწონიანი ადამიანები ძალიან ხშირად ხდებიან საზოგადოების დაცინვის, დისკრიმინაციული იუმორისა და შეფასებების სხვერპლი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის სოციალური თუ კულტურული გარემო, სადაც ჭარბწონიანი ადამიანები ცხოვრობენ. საზოგადოება და მედია აქტიურად ზემოქმედებს იდეალური წონის შესახებ ინდივიდის წარმოდგენებზე ან გვასმენინებს იუმორისტულ გამოსვლებსა თუ სკეჩებს, სადაც ჭარბწონიან ადამიანებს დასცინიან. მიუხედავად იმისა, რომ ეკა ხოფერიას შოუს მაყურებელი ვარ, მისი ბოლო გადაცემა იყო მოძალედეობრივი. როდესაც, 19 წლის ბიჭს, იმის გამო, რომ მას ჭარბი წონა აქვს, ეკითხება სექსი თუ გქონია ვინმესთან, თუ გინდა რომ გქონდესო, პაემანზე თუ ყოფილხარო და ა.შ. მიუხედავად რესპოდენტის უარყოფითი პასუხებისა, იგი მაინც აგრძელებდა ჩაკითხვას, რაც ჰგავდა შემდეგს - თუ შეყვარებული არ გყოლია, თუ გოგოს არ მოსწონხარ, თუ გოგო არ მოგწონს, თუ მასთან სექსი არ გქონია, მაშ, ბოზებში ხარ ნამყოფი, თუ ჩუკენობ? ისე წარმოაჩინა, თითქოს ჭარბი წონის მქონე ადამიანებს უბედური პირადი ცხოვრება აქვთ, ხოლო იდეალური ფორმების ადამიანს კი იდეალურად აწყობილი.

VIDEO

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია