ეკა ყუშიტაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება სახალხო ლანძღვა-გინების შემდეგ

ეკა ყუშიტაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება სახალხო ლანძღვა-გინების შემდეგ

მნიშნველობა არ აქვს, რა კუთხით გაგიცნობს საზოგადოება - პოზიტიურად, თუ ნეგატიურად. თანამედროვე სამყაროში პოპულარობის მოპოვება სულ უფრო მარტივი ხდება და მით უფრო მაშინ, როდესაც სამ-ოთხ მილიონიან მოსახლეობაში თავს სამართალდამცავების დამცირებით, ამ ინსტიტუტის დაკნინებითა და მათი ლანძღვა-გინებით გამოიჩენ...

არ არის მნიშვნელოვანი, გმირი ხარ თუ ანტიგმირი. პოპულარული ინტერნეტგამოცემები, ბეჭდური მედია და გავლენიანი ტელევიზიები არც ერთ შემთხვევაში არ მოგაკლებენ ყურადღებას და იმის მიუხედავად, გმირი ხარ, თუ ანტიგმირი, შენ ვარსკვლავურ ცხოვრებას იწყებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პოპულარული სატელევიზიო შოუ გითმობს ეთერს და შენს ირგვლივ სანაცნობო წრე ცნობილი ადამიანებით იზრდება...

გაინტერესებთ, როგორ შეცვალა ეკა ყუშიტაშვილის ცხოვრება ფარულმა ჩანაწერებმა, რომელშიც ახალგაზრდა გოგონა სამართალდამცავებს აგინებს? "იმედის კვირაში" ღია სატელევიზიო მონანიების შემდეგ, ის ბევრ სხვა პოპულარულ გადაცემასთან ერთად, გია ჯაჯანიძის შოუშიც გამოჩნდა და როგორც ჩანს, სწორედ ამ გადაცემის ჩაწერაზე, ეკამ ახალი მეგობარი შეიძინა მარკუს მეტრეველის სახით...

აღსანიშნავია, რომ ეკა ყუშიტაშვილს უმასპინძლა მაია ასათიანის "პროფილმაც". თუმცა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გადაცემის ანონსი გავიდა, რასაც მაყურებლის კომენტარები მოჰყვა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ რ შეიძლებოდა რეიტინგის გამო ყველაფერზე წასვლა და რომ ჟურნალისტები თავად ქმნიდნენ გემოვნებას, "პროფილმა" უარი თქვა ინტერვიუს ჩვენებაზე...

საბოლოოდ, ეკა ყუშიტაშვილს სახელიც შერჩა, მედიის გადაჭარბებული ყურადღებაც და არც უფულობას უჩივის[მეტი], რაც ნიშნავ იმას, რომ ეკა, როგორც ვარსკვლავი, ფორმაშია...

"კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში... მასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ" - გამყრელიძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 168 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და

"სოციალურ ქსელში წერენ, გამყრელიძე ამბობს, ახლა 2-3 კვირის მერე იქნება პიკიო... არა, თავიდანვე ვთქვი, ფრთხილად უნდა ვიყოთ  მე-6, მე-7, მე-8 კვირაშითქო"