პორნოვარსკვლავი თუ ძალადობის მსხვერპლი - ლინდა ლავლეისის აღსარება

პორნოვარსკვლავი თუ ძალადობის მსხვერპლი - ლინდა ლავლეისის აღსარება

მანამდე არავის აინტერესებდა, რა ერქვათ მსახიობებს, რომლებიც ე.წ. "იქს-კატეგორიის" ფილმებში მონაწილეობდნენ. "ღრმა ხახა" - პირველი პორნოგრაფიული ფილმი ფართო გაქირავებაში ჩაუშვეს. ის ფერად, 35 მმ-იან ფირზე, ნორმალური სტუდიური განათების პირობებში იყო გადაღებული. ფილმი მაყურებელთა რეკორდულმა რაოდენობამ იხილა და შემქმნელებს კარგი მოგებაც მოუტანა. ზუსტი თანხა ცნობილი არ არის, მაგრამ გარკვეულ წყაროებში 100-დან 600 მილიონამდე ვარირებს.

უნდა ითქვას, რომ ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 3 ათასი დოლარით შემოიფარგლებოდა. არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი გაცილებით სოლიდური იყო და ის 22 ათას დოლარს უდრიდა. ფილმი მაფიის ფულით გადაიღეს. ის ერთ-ერთი "წვრილფეხა ნათლიის" - ლუ პერეინოს საკუთრება იყო და გაქირავებისას, ნარკოტიკების გაყიდვითა და პროსტიტუციით ნაშოვნი ფულის გათეთრება ხდებოდა. დაზუსტებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფილმი ექვს დღეში გადაიღეს. თვით ლინდას ჰონორარი მხოლოდ 1250 დოლარს შეადგენდა.

რა თქმა უნდა, ფილმმა მას სახელი გაუთქვა, მაგრამ ფულის ნაკადმა მის მიღმა ჩაიარა. სახელიც სპეციფიკური გახლდათ - ყველაზე გარყვნილი ქალი მთელ ამერიკაში. მაშინ ლინდა ამ სახეს ინარჩუნებდა და მასზე მუშაობდა კიდეც; ამას არა მარტო გადაღებებზე, არამედ ინტერვიუების მიცემისას აკეთებდა, რის გამოც ფემინისტებიმა მას "ქალების მტერი #1" შეარქვეს. ის მსუბუქი ყოფაქცევის გოგონას სახეს კულტივირებდა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

ფილმის გადაღებიდან 18 წლის შემდეგ, ლინდა კვლავ ცნობილი გახდა, ოღონდ იმით, რომ მთელი თავისი განვლილი ცხოვრება "ანათემას გადასცა".

მისი ნამდვილი გვარი ბორმენი იყო, ლავლეისი კი ფსევდონიმი გახლდათ, რომელიც სიტყვათა შეთანხმებით - Love (სიყვარული) და Lace (მაქმანი) არის წარმოებული. ერთად კი, რაღაც "სასიყვარულო მაქმანის" მსგავსს ვიღებთ. აქედან გასაგები ხდება, თუ რატომ იყო ლინდა ფოტოებში მაქმანებიან საცვლებში შემოსილი (თუკი საერთოდ შემოსილი იყო).

ეს ფსევდონიმი გოგონას ჟერარ დამიანომ, "ღრმა ხახის" რეჟისორმა გამოუნახა. მას სურდა, პორნო-ვარსკვლავის ინიციალები - LL - ასოცირებულიყო 1970-იანი წლების სექსსიმბოლოსთან იმგვარადვე, როგორც ეს 1950-იან წლებში - MM-სა (მერილინ მონრო) და 1960-იანებში - BB (ბრიჟიტ ბარდოს) შემთხვევაში მოხდა.

ლავლეისისგან სექსსიმბოლო, ამ სიტყვის ფართო გაგებით ანუ ეპოქის ყველაზე სასურველი ქალი არ გამოვიდა; მასში არ იყო ის მუხტი, რაც განუმეორებელ და დაუვიწყარ ქალად აქცევდა. მხოლოდ უსირცხვილობა, რასაც ის ხშირად ეკრანიდან და ინტერვიუებში დემონსტრირებდა, საამისოდ საკმარისი არ იყო.

თავის დროზე ლინდას მშობლები მკაცრად ზრდიდნენ. ის ბიჭებზე სულაც არ ფიქრობდა. უფრო მეტიც, სკოლაში სწავლის პერიოდში მონაზვნობასაც კი აპირებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდული სამოსის ბუტიკში მუშაობდა, შემდეგ - ფირფიტების მაღაზიაში. სწავლის გაგრძელებას არ გეგმავდა, რადგან გათხოვება სურდა. უნდოდა ჰქონოდა საკუთარი სახლი, ოჯახი, შვილები... "როგორც წესი იყო". მაგრამ "წესის მიხედვით" არ გამოვიდა. თუკი ლინდას მემუარებს ვერწმუნებით, პირველი სიყვარული 19 წლის ასაკში ეწვია და ეს ამბავი ფეხმძიმობით დასრულდა. დაბადებული ბიჭუნას მამა უცნობად დარჩა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ბავშვის მამა ჩარლზ ტრეინორი იყო, მისი მომავალი ქმარი, ასევე - პროდიუსერი, სუტენიორი და ლინდას ბოროტი გენია. ახალშობილი გააშვილეს. ლავლეისი ამტკიცებდა, რომ დედამისმა ეს მისი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთა - მოტყუებით აიძულა ქალიშვილი, რაღაც დოკუმენტებზე მოეწერა ხელი.

1970 წელს ლინდა ბორმენი ნიუ-იორკში გაემგზავრა და რადიოელექტრონიკის ინსტიტუტში ჩააბარა, რათა ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ მალე, საავტომობილო ავარიაში მოჰყვა, რომლის დროსაც კინაღამ დაიღუპა: გატეხილი ჰქონდა ყბა, რამდენიმე ნეკნი, გაუსკდა ღვიძლი; დასჭირდა სისხლის გადასხმა, რომლის დროსაც ჰეპატიტით დაასნებოვნეს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მშობლებთან დაბრუნდა. ამ დროს, როგორც თვითონ ამბობდა, მის ცხოვრებაში ჩაკი გამოჩნდა - იგივე ჩარლზ ტრეინორი, "იქს-კატეგორიის" ფილმების მსახიობი (შესაძლოა, ის უბრალოდ, ლინდას ცხოვრებაში დაბრუნდა).

მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. ერთკვირიანი შეხვედრების შემდეგ დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს და 1971 წლის 4 სექტემბერს, 22 წლის ლინდა და 34 წლის ჩაკი შეუღლდნენ.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია