საავტომობილო ოსკარები დარიგებულია - ოქროს საჭე

საავტომობილო ოსკარები დარიგებულია - ოქროს საჭე

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და "AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით "ოქროს საჭეს" ტრადიციული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საავტომობილო ოსკარი შეგვიძლია ვუწოდოთ. ღონისძიებაზე 2014 წლის საუკეთესო მრბოლელები და ავტომობილები გამოვლინდნენ.

"ოქროს საჭე 2014" უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოდგა. რჩეულ ავტომობილებს 30 ათასამდე ავტომოყვარულმა მისცა ხმა, ხმების შეჯამების შედეგად კი 6 კლასში წლის 6 საუკეთესო ავტომობილი გამოვლინდა. კაბრიოლეტების კლასში გამარჯვება "პორშე 911-ს" ერგო წილად; საუკეთესო მცირელიტრაჟიანი მანქანა 2014 წელს "მინი" გახდა; სპორტქარებში პირველობა არავის დაუთმო "ნისან ნისმომ"; ყველგანმავალის კლასში გამარჯვებულად "რენჯ როვერ სპორტი" დასახელდა, კომპაქტურ ქროსოვერებში "მერსედეს ჯი-ელ-ამ" იმარჯვა, საშუალო და მაღალი კლასის ავტომობილებში ტრიუმფატორი მეოთხე სერიის ბე-ემ-ვე გახდა.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ კომპანია "ვისოლი" და "ბი ფორვარდი"

წლის საუკეთესო მრბოლელები გახდნენ:

ა) მონო კლასი

გუნდური ჩათვლა - Dewalt Racing

ინდივიდუალური ჩათვლა - დავით მენთეშაშვილი

კლასი - ჯითი ანლიმი

გუნდური ჩათვლა - G Racing

ინდივიდუალური ჩათვლა - სანდრო ცხადაძე

წრიული რბოლა:მოტო

კლასი 600 - გიორგი მიხანაშვილი

კლასი 1000 - თორნიკე ქებურია

წრიული რბოლა: ლეგენდ ქარს კლასი

გუნდური ჩათვლა

ადგილიბიეფთი რეისინგი - BEST FRIENDS TEAM

ინდივუდუალური ჩათვლა- არჩილ ბიძინაშვილი

ფორმულას კლასი

გამარჯვებულები გუნდურ ჩათვლაში- ლაიან ტრანსი

გამარჯვებულები ინდივიდუალურ ჩათვლაში - მევლუდ მელაძე

წლის საუკეთესო მრბოლელი - სანდრო თავართქილაძე (15 წლის)

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია