თოვლი და წვიმა უმეტეს რაიონებში - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

თოვლი და წვიმა უმეტეს რაიონებში - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, დღეისთვის დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში კი, თოვლია ნავარაუდევი. დასავლეთის მიმართულების იქროლებს ქარი 10-15 მეტრი წამში.

ტემპერატურა დაბლობში დღისით 11-16 გრადუსი; მთაში - 9-14 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით კი, 4-9 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან წვიმა, მაღალ მთაში კი, თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი წამში.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 13-18 გრადუსზე დაფიქსირდება; მთაში 9-14 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი; მაღალ მთაში ღამით 4-9 გრადუსი.

თბილისში კი სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით ძლიერი - 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღეს 17 გრადუსზეა ნავარაუდევი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია