სოფელ გუმათში მცხოვრებ 87 წლის ქალს წყალტუბოს გამგეობამ საცხოვრებელი სახლი აუშენა

 სოფელ გუმათში მცხოვრებ 87 წლის ქალს წყალტუბოს გამგეობამ საცხოვრებელი სახლი აუშენა

სოფელ გუმათში მცხოვრებ 87 წლის ჟენია ჯიშკარიანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი სახლი აუშენა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, მარტოხელა და სოციალურად დაუცველი მოხუცი, ათეულობით წლის მანძილზე ვაგონში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და წყალტუბოს გამგეობიდან დახმარებას ითხოვდა.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება 87 წლის მოხუცის დახმარების შესახებ, წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, გასული წლის ოქტომბერში მიიღო. მუნიციპალიტეტმა ახალი სახლის მშენებლობა 4 თვეში დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულებამ 18 ათასი ლარი შეადგინა.

"ჟენია ჯიშკარიანის ახალი სახლი სოფელ გუმათში, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა საზეიმოდ გახსნეს და მარტოხელა მოხუცს საჩუქრები გადასცეს.

გუბერნატორმა და გამგებელმა, სიმბოლურად ახალაშენებული სახლის ეზოში ხეხილის ნერგები დარგეს. "სიკეთის აქცია", რომელიც მსგავსი მასშტაბით, არც ერთ მუნიციპალიტეტში აქამდე არ განხორციელებულა, წყალტუბოში სხვადასხვა პროექტების სახით, მომავალშიც იგეგმება", - ნათქვამია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიხ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: გაბანტული სახლი 87 წლის ბებოსთვის, რომელიც ვაგონში ცხოვრობდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია