ქართველი მღვდელი, რომელმაც ებრაელების ოჯახი სიკვილს გადაარჩინა

ქართველი მღვდელი, რომელმაც ებრაელების ოჯახი სიკვილს გადაარჩინა

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ოფიციალური ცნობით, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე აღესრულა. ესაა მშრალი ცნობა, ხოლო მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოება დღემდე უცნობია. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ებრაელთა მორიგ პარტიას გაზის კამერაში დასასჯელად აგზავნიდნენ. ერთ-ერთ ტყვეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყოლია. მამა გრიგოლს მისი ბედი ძალიან ადარდებდა და ნებაყოფლობით ჩაენაცვლა, ამ ამბის თვითმხილველმა, აუწყა მიტროპოლიტ დიონისეს და მას მამა გრიგოლის ნაქონი ჯვარიც გადასცა - ამბობს ბატონი რომანოზი.

საკონცენტრაციო ბანაკის კომენდატმა 1942 წლის 11 დეკემბერს ინჟი ბერკმან-კარენინს ტელეგრამით შეატყობინა არქიმანდრიტ გრიგოლის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ სიკვდილის გარემოების შესახებ არაფერი უცნობებია.

ოთხი დღის შემდეგ, ვარშავის მართლმადიდბელი მიტროპოლიის ხელმძღვანელობამ ოსვენციმის საკონცენტარციო ბანაკის გერმანელ კომენდატს თხოვნით მიმართა, ეცნობებინა რა გარემოებაში დაიღუპა მამა გრიგოლი და რა იყო მისი უკანასკნელი სურვილი. მიტროპოლიის ხელმძღვანელობა ბანაკის კომენდატს გრიგოლ ფერაძის ფერფლის გადმოცემასაც სთხოვდა. პასუხად, ოსვენციმის სამოქალაქო მდგომარეობის აღწერის განყოფილებიდან ცნობა მიიღეს: "გრ. ფერაძე გარდაიცვალა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე ოსვენციმში, კოშაროვეის ქუჩაზე". მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, რეჟისორმა რევაზ თაბუკაშვილმა წმინდა მოწამე გრიგოლის ხსოვნას უძღვნა ფილმი "წმინდა შტო ვაზისა".

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია