"ტიპმა მოკლა ჟურნალისტები, პოლიტიკოსები... ციხეში ამოალპო ოპონენტები... " - ირაკლი ტაბლიაშვილი პუტინზე

"ტიპმა მოკლა ჟურნალისტები, პოლიტიკოსები... ციხეში ამოალპო ოპონენტები... " - ირაკლი ტაბლიაშვილი პუტინზე

ირაკლი ტაბლიაშვილი, მოსკოვში მომხდარ ბორის ნემცოვის მკვლელობას ეხმაურება:

"ტიპმა მოკლა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი!!!

ტიპმა მოაწყო ჩეჩენი ხალხის გენოციდი!!!

ტიპმა ჩამოაგდო ხალხით სავსე თვითმფრინავი!!!

ტიპმა დაიპყრო ერთი ქვეყნის - საქართველოს 2 ტერიტორია!!!

ტიპმა ერთ დიდ ქვეყანას - უკრაინას წაართვა ნახევარკუნძული!!!

ტიპმა მოკლა ჟურნალისტები, პოლიტიკოსები... ციხეში ამოალპო ოპონენტები... ჩაძირა საკუთარი წყალქვეშა ატომური გემი, შუაგულ ევროპაში დაწამლა ხალხი... ააფეთქა სახლები...

და ესენი კი - ევროპელები, კამათობენ თემაზე - 7 პუტინისტს აუკრძალონ ევროპაში შესვლა თუ რვას?.. მერკელი ამბობს, თუ რვას დავუწესებთ, შეიძლება ჩაიში ვეღარ ჩავასხათ რძეო... ოლანდი ამბობს, რძის დედა არ ვატირე, შეიძლება გაზი გადაგვიკეტოს და დეპრესიაში ჩავვარდეთო...

ამასობაში... უკრაინა იცლება სისხლისგან.

საქართველოში ჰგონიათ, რომ გადარჩნენ, მაგრამ, ქვეყანა თავზე რომ ენგრევათ და ჩერდება, ამას დაღუპვას არ უწოდებენ" - წერს ტაბლიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს. მაშინ როდესაც ის ვახშმობის შემდეგ უკრაინელ მოდელ ანნა დურიტსკაიასთან ერთად სეირნობდა. მას ცეცხლი თეთრი "ფორდის" მარკის ავტომობილიდან გაუხსნეს. ნემცოვს ოთხი ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის გამოც ოპოზიციონერი ადგილზევე გარდაიცვალა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია