რა არის 34 - დამაინტრიგებელ საიდუმლოს ფარდა აეხადა

რა არის 34 - დამაინტრიგებელ საიდუმლოს ფარდა აეხადა

რა არის 34? - ეს კითხვა, დაახლოებით ერთი თვეა, ტელევიზიებსა და ინტერნეტ საიტებზე ძალიან ხშირად ისმის. იმით, რასაც ორი დღის წინ თბილისის რამდენიმე მაღაზიაში (ჯერჯერობით მხოლოდ სამ ობიექტში: გლდანის "ფურშეტში", საბურთალოს "გუდვილში" და რუსთაველის "სმარტში") წავაწყდით, ნაწილობრივ აეხადა ფარდა საიდუმლოს - 34 არის ლუდი, თუმცა მისტიკა ამით არ მთავრდება. ლუდი, 34 ლარი ღირს, რაც დამერწმუნებით, უჩვეულო ფასია საქართველოს, და ალბათ არა მარტო საქართველოს რეალობისთვის. ლუდის თითოეულ ბოთლს აქვს დამატებითი იარლიყი, რომელზეც ერთ მხარეს წერია, რომ ლუდის ყიდვა საინტერესო ისტორიის მხოლოდ დასაწყისია, ხოლო მეორე მხარეს - ლუდის რეცეპტი. თუ ეტიკეტს ვენდობით, ლუდი დამზადებულია სამი სახეობის ქერის ალაოსა და ოთხი სახის სვიისგან, შეიძლება სწორედ ინგრედიენტებს უკავშირდება ლუდის სახელწოდებაც.

რა თქმა უნდა, ჩვენ დავინტერესდით სხვა ლუდების რეცეპტებითაც და აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა მხოლოდ ერთი სახის ალაოსა და ერთი არომატის სვიით მზადდება, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს, რომ 34-ს საინტერესო გემო უნდა ჰქონდეს. ლუდის სტენდზე კი დაგვხვდა წარწერა - "მხოლოდ 5 დღით, 1 ბოთლი - 34 ლარად!"

საინტერესოა, რა მოხდება 5 დღის შემდეგ, გაძვირდება, თუ გაიაფდება ლუდი! ჩვენ შევეცადეთ ეტიკეტზე მითითებულ ნომერზე დაკავშირება, თუმცა ცხელ ხაზზე დეტალებზე პასუხს ვერ გვცემენ.

ჩამოკიდებული ეტიკეტის შიგნითა მხარეზე მოთავსებულია ლუდის ვებ გვერდზე www.34.ge-ზე სარეგისტრაციო კოდი. რა საჭიროა რეგისტრაცია, მომხმარებლებისთვის არც ეს არის ცნობილი.

ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანმა ლუდი უკვე შეიძინა, დააგემოვნა და შეაფასა კიდეც.

ცხადია ერთი - მოვლენების საინტერესოდ განვითარება გარდაუვალია, რადგან ბევრი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია: რა მოხდება 5 დღის შემდეგ, რამდენმა ადამიანმა იყიდა უკვე ლუდი და ვინ არის მწარმოებელი...

იხილეთ ფოტოგალერეა - ცნობისმოყვარე მომხმარებლები სუპერმარკეტებში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია