"ბიჭს ცალი თვალი და ხელი არა აქვს" - 13 წლის ბიჭის ტრაგიკულად შეცვლილი ცხოვრება

"ბიჭს ცალი თვალი და ხელი არა აქვს" - 13 წლის ბიჭის ტრაგიკულად შეცვლილი ცხოვრება

გუგული აბჟანდაძე ახლა 17 წლის არის. რამდენიმე წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

2010 წლის 25 დეკემბერს გუგული და თენგიზ ქამხაძე, სახლთან ახლოს თამაშობდნენ, როცა ღობ­ესთან დაგდებული ნაღმი იპოვეს. ბიჭები ვერ მიხვდნენ, რომ ნაღმი იყო, ჯართში ჩაბარება გადაწყვიტეს და დასაშლელად გუგუ­ლიმ მეზობლის სახლის კედელს მიარტყა. ამ დროს ნაღმი აფეთქდა... ცოცხალ-მკვდარი ბავშვები იაშვილის კლინიკაში გადაი­ყვანეს, სადაც დაუყოვნებლივ ოპერაცია გაუკეთეს. საბედნიეროდ, თენგიზი მსუბუქად დაშავდა, მაგრამ გუგულიმ მარჯვენა თვალი და მარჯვენა მკლავი დაკარგა. ქირურგიულმა­ ჩარევამ ნაყოფი ვერ გამოიღო... შემთხვევის ადგილიდან 2 კილომეტრში ყოფილი სამხედრო ბაზაა. ვარაუდობენ, რომ ნაღმი იქიდან ვიღაცამ წამოიღო და მათ სახლთან გადააგდო. დასახიჩრებულ მოზარდს ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს და ყოველთვიურად 100 ლარი დაუნიშნეს. რამდენიმე დღეში გუგული სრულწლოვანი ხდება და დედამ პირვე­ლი ჯგუფის ინვალიდის სტატუსის მისანიჭ­ებლად შვილი ჯანდაცვის სამინისტრ­ოში მიიყვანა. თუმცა, უარით გამოისტუმრეს, კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებსო(?!).

- ცალი თვალი არა აქვს, ხელი არა აქვს, სხეულის კიდევ რა ნაწილი არ უნდა ჰქონდეს, რომ პირველი ჯგუფის ინვა­ლი­დის­ სტატუსი მიანიჭონ? - შემოგვჩივლა გუგულის დედამ­ მაია გვაჯავამ.

მრავალშვილიანი­ ოჯახი ლოგინად ჩავარდნილ 85 წლის მოხუცთან ერთად ნაქირავებ ბინაში­ წლებია, ცხოვრობს. ოჯახს ორი ინვალიდის სტატუსის მქონე ბავშვი ჰყავს:­ გუგული­ და 8 წლის გაგა, რომელსაც კურდღლისტუჩი­ აქვს. სამი ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა­, მკურნალობა კიდევ ესაჭიროება. ტყუპი მესამე­ კლასშია, უფროსი გოგონა­ სტუდენტია, თუმცა­, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. ახლა მუშ­აობს, ფულს აგროვებს, რომ სწავლა განაგრძოს. თუმცა, შემოსავალი მწირი - 200 ლარამდე­ აქვს. რაც შეეხება გუგულის, დასახიჩრების შემდეგ სწავლას თავი დაანება და შინ ჩაიკეტა. მასთან საუბარი საბედისწერო დღის გახსენებით­ დავიწყეთ.

გუგული აბჟანდაძე: - იმ დღეს ბიჭები­ ეზოში­ ვთამაშობდით და ღობესთან, ხმელ ფოთლე­ბში­, ნაღმი შევნიშნეთ. გადავწყვიტეთ,­ დაგვე­შალა და ჯართში ჩაგვებარებინა.­

კონცერტზე მინდოდა წასვლა, ვიფიქრე, ჯართში აღებულ ფულს დავამატებ და ბილ­ეთს ვიყიდი-მეთქი. ნაღმი დასაშლელად კედე­ლს შემოვარტყი და ამ დროს აფეთქდა. შემდეგ არაფ­ერი მახსოვს...

ამ ამბის შემდეგ სკოლა მივატოვე. გარეთ იშვიათად გავდივარ. ერთმა უცხოელმა კომპიუტერი მაჩუქა და ძირითად დროს კომპიუტერთან ვატარებ...

"წითელი ჯვ­რის"­ დახმარებით გუგულის ამპუტირებულ მკლავზე პროთეზი გაუ­კეთეს, თუმცა, უკვე შესაცვლელია - პროთეზი სძვრება­. მარჯვ­ენა თვალში შუშის თვალი ჩუდგეს, რომე­ლიც წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს. ახლა შეცვლის დროა, თუმცა, ოჯახს ამის სახსარი არ გააჩნია...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია