კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში იჩხუბა

კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში იჩხუბა

ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში იჩხუბა. sportall.ge-ს ინფორმაციით, 1-ელ მარტს, ესპანეთის ჩემპიონატში ბასკურ დერბის "ბილბაომ" უმასპინძლა, რომელმაც თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა - 93:75. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მოედანზე შეხლა-შემოხლა მოხდა, რომელიც შენგელიასა და ჩერნოგორიელი დეიან ტოდოროვიჩის დაპირისპირებამ გამოიწვია.

ყველაფერი "ბილბაოს" შეტევას მოჰყვა. შენგელიამ ტოდოროვიჩი წესის დარღვევით შეაჩერა, რასაც ტოდოროვიჩის მხრიდან აგრესიული პასუხი მოჰყვა. ამის შემდეგ შენგელიამ მეტოქეს დაარტყა. ამას კი ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა. საქმეში მოედნის დაცვის სამსახურიც ჩაერთო და სიტუაცია განიმუხტა. ქართველი კალათბურთელი კი მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია