"დამწვარ დედას შვილი მკერდში ჰყავდა ჩახუტებული"

"დამწვარ დედას შვილი მკერდში ჰყავდა ჩახუტებული"

25 თებერვალს გარდაბნის მუნიც­იპალიტ­ეტის სოფელ ფოლადაანთკარში მინდიკაურ­ების სახლში გაჩენ­ილმა ხა­ნ­ძარ­მა სამი სიცოცხლე იმს­ხ­­ვ­­ერ­პ­ლა­ - მინდია მინდიკაურისა და მი­სი ცოლ-შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.­

შოთა გოგოჭური, მინდიკაურების მეზო­ბელი: - ოჯახის სამივე წევრი - ცოლ-ქმა­რი და 5 წლის ბავშვი ერთად ამოიბუგა. ამბობენ, ცოლ-ქმარი ხშირად სვამდაო. სხვა შემთხვევაში, გარეთ გამოსვლას მოახერხებ­დნენ. სამი სახანძრო მანქანა მივიდა, მაგრამ სახლი უკვე დამწვარი დახვდათ. ან რა დიდი დრო უნდოდა ფიცრის შენობის დაწვას. მეხანძრეებმა ცოლ-ქმრის გვამები იპოვეს. დედას შვილი მკერდში ჰყავდა ჩახუტებული­.

ეს ოჯახი დაახლოებით 2 წელია, რაც დუშეთის სოფელ ყვავილიდან გადმოსახლდა ფოლადაანთკარში, ეკომიგრანტები იყვნენ, უაღრესად ხელმოკლე და გაჭირვებული ოჯახი. ქმარი 28 წლის იყო, ცოლი - 35-ის.­­ გამარჯვებაში, ფერმაში მუშაობდნენ. სახლში შეშის ღუმელი ჰქონდათ და შესაძლოა, ეს გახდა ხანძრის მიზეზი...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია