PSP-ში ფრანგულ და სხვა ევროპულ კოსმეტიკაზე 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო

PSP-ში ფრანგულ და სხვა ევროპულ კოსმეტიკაზე 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო

PSP-ში ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი აქციები დაიწყო. აქციის ფარგლებში რამდენიმე შემოთავაზება გაერთიანდა. PSP-ს მომხმარებლები ფრანგულ და სხვა ევროპული ბრენდების კოსმეტიკაზე 50%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. ქალბატონებს ასევე საშუალება მიეცემათ ისარგებლონ სპეციალური პროცედურებით და მიიღონ საჩუქრები.

„გაზაფხულზე რამდენიმე დღესასწაულია, რომლებიც ქალებს ეძღვნება. ყოველთვის რთულია საყვარელი ქალბატონისათვის საჩუქრის შერჩევა, ამიტომ ჩვენ ყველა აქცია გავაერთიანეთ და მომხმარებელს არჩევანი გავუმარტივეთ. ქართველი მომხმარებლებისათვის ისეთ ცნობილ ბრენდებზე როგორიცაა კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, სებამედი, ვიში, ლა პეტიტ ოლივიე, ჟიაია, ალექს ავიენი, მადე და სხვა ბრენდები ჩვენ ფასები 10-50%-მდე შევამცირეთ. აქცია 1000-მდე დასახელების პროდუქტზე ვრცელდება. ასე რომ, ყველას ვისაც საჩუქრის ყიდვა უნდა, ჩვენთან ყველაზე კარგი შემოთავაზება ელოდება,“ - აცხადებენ PSP-ში.

ამას გარდა, PSP-ს რამდენიმე აფთიაქში კანის დერმატოლოგიური ტესტირება მიმდინარეობს და მომხმარებელს საშუალება ეძლევა, გაარკვიოს თუ რომელი ტიპის კანის აქვს და როგორი კოსმეტიკა ესაჭიროება. ცალკეულ აფთიაქები ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს მომხმარებლებს უფასო მაკიაჟის პროცედურებს შესთავაზებენ.

კომპანიებს, რომლებსაც სურვილი აქვთ საკუთარ ქალბატონ თანამშრომლებს საჩუქარი გაუკეთონ, PSP სპეციაულურ ვაუჩერს სთავაზობს, რათა უფრო მარტივი გახდეს საკუთარი თანამშრომლების გახარება.

ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი აქციები PSP-ს ქსელში 10 მარტამდე გასტანს.

R

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია