მუსლიმების ოჯახში ღვთისმშობლის მართლმადიდებლური ხატიდან მირონი მოედინება

მუსლიმების ოჯახში ღვთისმშობლის მართლმადიდებლური ხატიდან მირონი მოედინება

პარიზში, ერთ-ერთ თურქულ ოჯახში ღვთისმშობლის მართლმადიდებლური ხატიდან მირონი მოედინება. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი თურქული ალდიდაროღლუს ოჯახი, ანთაქიის რაიონიდან, პარიზში საცხოვრებლად გადავიდა. მათ სახლში ამჟამად არა მხოლოდ პარიზიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც კი სტუმრების ნაკადი არ წყდება. ყველა მათგანი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის სანახავად მოდის. ხატი ბიზანტიური პერიოდისაა, რომელიც ოჯახს ჯერ კიდევ თურქეთში ყოფნისას აქვს და საფრანგეთის დედაქალაქშიც წააბრძანა მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმების ოჯახია. ხატიდან, თავდაპირველად, ცრემლდენა დაიწყო.

როგორც თავად ალდიდაროღლუს ოჯახი ამბობს, ეს სიწმინდე მათ მართლმადიდებელმა ბერძენმა ბერმა 2006 წელს აჩუქა. როგორც კი ოჯახმა ხატი მიიღო, მაშინვე შეიგრძნეს მისი უდიდესი სიწმინდე და მათ სახლში რაღაც აუხსნელმა სიმშვიდემ დაისადგურა. როდესაც თურქული ოჯახი პარიზში გადავიდა, ხატიც წააბრძანა. სიწმინდეს ახალ სახლში ადგილის მიჩენისთანავე მირონდენა დაეწყო. ეს ამბავი მაშინვე გავრცელდა არა მხოლოდ თურქებს შორის, არამედ ქრისტიანებშიც. ხატი "ყოვლადწმინდა ქალწული" მაშინვე გახდა თაყვანისცემისა და სასწაულების წყარო. როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ხატის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს მალევე მოედო. მათთან მომლოცველები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. ესატ ადიდოღლუ ყვება, რომ ცოტა ხნის წინ მათთან ახალგაზრდა გათხოვილი ქალბატონი მივიდა, რომელიც ვერ ფეხმძიმდებოდა და ამაზე ძალიან წუხდა; მისი ქორწინება დანგრევის პირას იყო. ის დიდი ხნის განმავლობაში მუხლმოყრილი ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატთან, რამდენიმე დღის შემდეგ კი ოჯახს დაურეკა და ცრემლიანი ყვებოდა, რომ სასწაული მოხდა და ბავშვს ელოდება.

აქცია "ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად - რა ვითარებაა "ექსპო ჯორჯიასთან"?

საქართველოში კორონავირუსის 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 23 პაციენტი - როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით?

"წამალს ვერ ნიშნავენ, არ იციან რა დაალევინონ... საშინელი ტკივილები აქვს, ვერ დადის" - 20 წლის მარიამს, რომელსაც დიაგნოზს ვერ უსვამენ, დახმარება ესაჭიროება