მეგობრისგან განწირული 24 წლის ნიკუშას დასახმარებლად 12 მარტს აქცია-კონცერტი გაიმართება

მეგობრისგან განწირული 24 წლის ნიკუშას დასახმარებლად 12 მარტს აქცია-კონცერტი გაიმართება

"უღმერის მადლობა ყველას და კიდევ ერთხელ უნდა მოგიხადოთ ბოდიში. მე ავაწრიალე ასი ათასობით ადამიანი, შევაწუხე ყველა. ამის გამო მრცხვენია და მეუხრეხულება; ქუჩაში დავდივარ თავდაწეული, რომ არ შემხედონ სახეზ", - ამ სიტყვების ავტორი ნიკუშა ნატროშვილის დედაა, რომელიც შვილის სიცოცხლის გადასარჩენად მის მეგობრებათ ერთად იბრძვის.

მეგობრისგან განწირული 24 წლის ნიკუშას შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი. მას კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო.

2014 წლის 8 დეკემბერს მის დასახმარებლად ერთი აქცია-კონცერტი გაიმართა. ნიკას დედას შეპირდნენ, რომ მსგავს აქციას კიდევ ჩაატარებდნენ. შეპირებული საქველმოქმედო კონცერტი 12 მარტს გაიმართება.

ყველას, ვისაც სურს გადაარჩინოს ნიკას სიცოცხლე, შეუძლია შეუერთდეს აქციას, ბილეთის ფასი 10 ლარი იქნება. 

"ფეისბუქში" გახსნილია გვერდი სახელწოდებით "ერთად გადავარჩინოთ ნიკუშას სიცოცხლე".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია