პროდუქტების სია, რომელზეც ფასმა მოიმატა - რა ხდება მარკეტებში

პროდუქტების სია, რომელზეც ფასმა მოიმატა - რა ხდება მარკეტებში

საკვები პროდუქტის ფასმა მოიმატა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო მარკეტებში განუცხადეს, ფასი თითქმის ყველა სახის პროდუქტზე გაიზარდა.

მათი ინფორმაციით, ზეთზე ფასმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ 50 თეთრით მოიმატა. 25 თეთრზე მეტით არის გაძვირებული შაქარი და წიწიბურა. ასევე გაზრდილია ტკბილეულის, ყავის, მარილის, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების ფასი.

გარდა ამისა, 1 მარტიდან გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც, რასაც აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირებენ. სულ მცირე 20 %-ით არის გაზრდილი არყისა და ლუდის ფასი, გარდა "ნატახტარისა".

10-დან 25 თეთრამდეა გაძვირებული "კოკა-კოლას" ყველა სახის პროდუქცია. მაგალითად, 0.5 ლიტრიანი "კოკა-კოლა", "ფანტა" და "სპრაიტი" მარკეტებში, 1.10 ლარის ნაცვლად, ბოლო სამი დღეა, 1.20 ლარად იყიდება.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ფასების ზრდა ძირითადად მას შემდეგ დაიწყო, რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია