მხეცურად მოკლული წყვილი და 8 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო

მხეცურად მოკლული წყვილი და 8 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო

კარღია საძინებელში შესულ უბედურ მშობლებს საზარელი სანახაობა დახვდათ: დანით ყელგამოჭრილი მათი ქალიშვილი დედიშობილა ეგდო საწოლზე, მის გვერდით კი - ასევე დედიშობილა, პირქვე დამხობილი მამაკაცი. გურამი დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი სასიძო იქნებოდა, მაგრამ შეცდა.

გთავაზობთ კრიმინალურ ისტორიას გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

შემზარავი სიმართლე... რვა წლის შემდეგ

ყოფილი გამომძიებელი, ბატონი ბიძინა მეტრეველი იხსენებს:

- 24 წლის იზო მაჩაიძე (აქაც და შემდგომშიც გვარ-სახელები შეცვლილია) თავისი ქორწილის წინ, ერთი კვირით ადრე გაუჩინარდა. ქალიშვილი რომ შინ არ დაბრუნდა, ბუნებრივია, მშობლებმა მის საქმროს - 27 წლის თენგიზ ივანაშვილს მიაკითხეს. შინ არც თენგიზი დახვედრიათ. სასიძოს ოჯახის წევრებმა მომავალი მძახლები შეიპატიჟეს:

- თენგიზმა გვითხრა, რომ ორ მეგობართან ერთად სანადიროდ მიდიოდა და ხვალ საღამომდე არც ველოდებით. ვითომ არ დაელოდნენ ქორწილს ჩვენი შვილები და გაიპარნენ?! - მხიარულადაც კი შეხვდნენ ამ ამბავს. მხოლოდ იზოს დედა, თინათინი იყო უგუნებოდ.

- მე ისე არ გამიზრდია შვილი, რომ გაპარულიყო. ან რა სჭირდა საამისო. სანამ არ ვნახავ, ვერ მოვისვენებ. ახლა კი მირჩევნია შინ წავიდეთ და თუ რამეს გაიგებთ, მაშინვე შეგვატყობინეთო.

თუმცა სიმშვიდე ვერც შინ იპოვა თინათინ მაჩაიძემ. გული დარდისგან ლამის გასკდომოდა. წაუტირა კიდევაც, რის გამოც ქმარმა უსაყვედურა:

- ქორწილის მოლოდინში ტირილი ვინ გაიგონა, ბავშვს ყვავივით დასჩხავი. ადექი, ჩაიცვი და აგარაკზე წავიდეთ, მოსავლელია იქაურობა, ქორწილი ხომ იქ უნდა გადავიხადოთო.

სანამ გურამი მანქანას ქალაქგარეთ მდებარე აგარაკის ეზოში შეიყვანდა, თინათინი ვერანდაზე ავიდა. საიდუმლო ნიშაში დატოვებულ გასაღებს დაუწყო ძებნა და რომ არ დახვდა, ქმარს გასძახა:

- გასაღები არ დევს ადგილზე, შენ აიღე?

- მე საიდან ავიღებდი, შენთან ერთად არ მოვედი?! - შეშფოთებული ავარდა გურამი აივანზე და კარი მოსინჯა, რომელიც მაშინვე დაემორჩილა და შემკრთალმა უკან დაიხია. - ღიაა, მგონი, დაუპატიჟებელი სტუმრები გვეწვივნენ!

კარღია საძინებელში შესულ უბედურ მშობლებს საზარელი სანახაობა დახვდათ: დანით ყელგამოჭრილი მათი ქალიშვილი დედიშობილა ეგდო საწოლზე, მის გვერდით კი - ასევე დედიშობილა, პირქვე დამხობილი მამაკაცი. გურამი დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი სასიძო იქნებოდა, მაგრამ შეცდა. კაცს, რომელსაც ასევე ყელი ჰქონდა გამოჭრილი, გურამი პირველად ხედავდა...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია