მერაბ მეტრეველის წერილი გარდაცვლილ დედაზე - ჟურნალისტი რთულ ცხოვრებაზე, რომელზეც საზოგადოებას არაფერი სმენია

მერაბ მეტრეველის წერილი გარდაცვლილ დედაზე - ჟურნალისტი რთულ ცხოვრებაზე, რომელზეც საზოგადოებას არაფერი სმენია

გადაცემა "რეზიუმეს" წამყვანმა, ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა, დედის დღესთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც გარდაცვლილ დედას მიუძღვნა. გარდა ამისა, ცნობილმა ტელეწამყვანმა საკუთარ რთულ ცხოვრებაზეც ისაუბრა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დედის დღესთან დაკავშირებით

მახსოვს, დედაჩემი რომ გარდაიცვალა, თითქოს ყველაფერმა ჩემთვის აზრი დაკარგა. ძალიან დიდხანს არაფერი მიხაროდა, რადგან მინდოდა, ჩემს მცირე წარმატებას მაინც მოსწრებოდა. მე ხომ მისი ერთადერთი შვილი ვიყავი. ის კი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ჯერ კიდევ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი.

ოცი წლის ვიყავი, დილით ბათუმის უნივერსიტეტში დავდიოდი, ლექციების მერე კი უკვე მესამე წელიწადი სრულდებოდა, რაც გორკის ქუჩაზე ბენზინს ვასხამდი. დედაც და მამაც პენსიონერები იყვნენ და ორივეს პენსია თვეში 28 ლარი გამოდიოდა. მამაჩემი, მიუხადავდ სოლიდური ასაკისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის სტატუსისა, ერთ-ერთ პროფილაქტიკაში დარაჯად მუშაობდა. დედაჩემი, მიუხედავად ავადმყოფობისა, სახლის წინ ხანდახან მზესუმზირას ყიდდა. პროფესიით ექთანი იყო, მაგრამ ჩემი დაბადების შემდეგ აღარ უმუშავია. მთლიანად შვილის გაზრდაზე გადაერთო. არც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს.

თითქმის ბავშვობიდან გული აწუხებდა. დიაგნოზი - პაროქსიზმული ტახიკარდია. შეტევა საშუალოდ კვირაში ერთხელ ემართებოდა. ზოგჯერ თავსით გაუვლიდა, ზოგჯერ სასწრაფოს გამოძახება მჭირდებოდა, ზოგჯერ კი სასწრაფოც ვერაფერს ახერხებდა და უკვე საავდმყოფოში მიგვყავდა. მთელი ბავშვობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაქვს გატარებული .თვესი ან ორ თვეში ერთხელ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დედაჩემის პულსს ვდარაჯობდი. დავდიოდი დერეფანში და საათობით ველოდებოდი, როდის გაუვლიდა შეტევა. პარკეტეზე რამდენიმე ადგილი მქონდა მონიშნილი და თუ იქ დიდხანს გაუნძრევალდ დავდგებოდი, დარმწუნებული ვიყავი, გაუვლიდა. ზოგჯერ კართან მივპარებოდი და ღრიჭოდან მონიტორს ვაკვირდებოდი, რათა მენახა გულისცემა ჩადგა, თუ არა ნორმაში. მე და დედაჩემი ფაქტობრივად ერთამნეთს ვუვლიდით; ის - მე, მე- მას. მთავარი იყო, როცა ცუდად გახდებდა, მასთან ვყოფილიყავი, რომ სასწრაფო გამომეძახებინა. სასწრაფოს გამოძახება არ იყო მარტივი საქმე. ჩვენს კორპუსში ტელეფონის ხაზი ჯერ მოყვანილი არ იყო. ამიტომ დასარეკად მეზობელ კორპუსში მივდიოდი. იქაც სულ რამდნეიმე ოჯახს ქონდა ტელეფონი და ყველანი მიცნობდნენ. წნევის გაზომვა როდის ვისწავლე არც ამხსოვს. ადელფანი, ან კლოფელინი და ცხელი წყალი ფეხებისთვის - ეს იყო მაშინ წნევის დასარეგულრიებელი საშუალებები. წლების განმავლობაში ვუმკლავდებოდით ამ ყვეალფერს, თუმცა ბოლმდე სანიმუშო შვილი მაინც ვერ გამოვდექი. როცა იმ ასაკში შევედი, რომელ ასაკშიც ბიჭები ცოტა ვირდებიან, ხოლმე, ზოგჯერ ვეჩხუბებოდი . რაღაც სისულელეებზე. კულინარიული ნიჭი არ ქონდა. ამიტომ საჭმელი ძირთადად უგემური, ან დამწვარი გამოსდიოდა და ამაზე ვჩხუბობდი. ეს ალბათ ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. ეს რომ მახსენდება, საშინლად მრცხვენია.

1999 წლის 5 იანავრს კი, როცა მე 20-ის ვიყავი, დედაჩემი კი 59-ის. გავიღვიძე და გვერდით საწოლში დედაჩემს გადავხედე... სულ ასე ვაკეთებდი, თუ მე უფრო ადრე ვიღვიძებდი, ვაკვირდებოდი, სუნთქვადა, თუ არა. იმ დილით ჩემსკენ ზურგით იწვა გვერდზე საწოლზე, ამიტომ დავუძახე, ერთხელ, ორჯერ, ხმა აღარ გამცა...

ალბათ, ყველა ასაკში რთულია დედის დაკარგვა, მაგრამ, როცა 20 წლის ხარ...

დაახლოებით ორ თვეში თავი დავაღწიე ბენზინგასამრთ სადგურს და ჯურნალისტის პროფესიას შევეჭიდე. იყო ახალი სამსახური, ახალი საქმე, მაგრამ არ იყო სიხარული.

მაპატიეთ, თუ დაგასევდიანეთ" - წერს მეტრეველი.

FB-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია