ირინა სარიშვილი ხალხს 7 წლის ბავშვის დახმარებას სთხოვს - "სასწრაფოდ გადასაყვანია საოპერაციოდ"

ირინა სარიშვილი ხალხს 7 წლის ბავშვის დახმარებას სთხოვს - "სასწრაფოდ გადასაყვანია საოპერაციოდ"

ირინა სარიშვილი Facebook-ის საშუალებით ხალხს 7 წლის ლუკა მაღალაშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ლუკა ჰიდროცეფალიით არის დაავადებული და 1000 დოლარი ესაჭიროება იმისთვის, რომ თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდეს.

"მეგობრებო! ყველას გთხოვთ ყურადღებას!

7 წლის ლუკა მაღალაშვილი, დაავადებულია ჰიდროცეფალიით, რის შედეგადაც დააკლდა მხედველობა და სმენა. ბავშვი სასწრაფოდ გადასაყვანია საოპერაციოდ თურქეთში. ოპერაციისთვის საჭირო თანხას 1000 დოლარი აკლია. დრო არის მხოლოდ ხვალ დღის 2 საათამდე. თუ ამ დროისთვის 1000 დოლარი არ დაირიცხება ლუკა მაღალაშვილის ანგარიშზე, მას ვერ ჩაუტარდება ოპერაცია!!!!!!!!!

დამეთანხმებით, ალბათ, რომ 1000 დოლარის შეგროვება არ უნდა გახდეს პრობლემა, და უბრალოდ, ტრაგედია იქნება, ამ თანხის გამო რომ ბავშვი ვერ გადავარჩინოთ!!!

ყველას გთხოვთ, ვისაც რა და როგორ შეგვიძლია, უმოკლეს დროში, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბავშვის გადარჩენაში!!!

ხვალ, დღის 2 საათამდე არის დრო!!!!

ლუკა მაღალაშვილის პირადი ანგარიში:

GE97TB0600000344201469

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, გააზიაროთ ეს თხოვნა და ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე დავეხმაროთ 7 წლის ლუკა მაღალაშვილს!

დარჩენილია 1000 დოლარის შეგროვება!

დრო ძალიან ცოტაა: 5 მარტის დღის 2 საათამდე!!!", - წერს სარიშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია