"ჩამოვიდეს და ჩაჯდეს, თუ მართლა დემოკრატიის შუქურაა" - მიშა მესხი მიხეილ სააკაშვილზე

"ჩამოვიდეს და ჩაჯდეს, თუ მართლა დემოკრატიის შუქურაა" - მიშა მესხი მიხეილ სააკაშვილზე

გადაცემაში "მძიმე კაცი", რომელიც ეთერში გასული თვის ბოლოს გავიდა, მსახიობმა მიშა მესხმა წამყვანის იმ შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს უკავშირდებოდა. აღნიშნულ ინტერვიუში მიშა მესხმა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა. "თუ მართლა დემოკრატიის შუქურაა სააკაშვილი, ჩამოვიდეს და ჩაჯდეს", - ამბობს მსახიობი.

ფრაგმენტი გადაცემიდან:

- რომელ ქართველ პოლიტიკოსს წამოაცვამდი სარზე?

- არა, სარზე "ნაციონალები" სვამდნენ, მაგრამ ბევრს მივა*ვამდი. ამ გარემოში, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მეტად დავით უსუფაშვილი მომწონს. ის ყველაზე მისაღები პოლიტიკოსია ჩემთვის.

-ივანიშვილმა რომ გითხრას, ნებისმიერ ერთ სურვილს შეგისრულებო, რას სთხოვდი?

- მაყუთს.

- რამდენს?

- რაც მეტს, მით უკეთესი. და რატომ არ მეკითხები, რას ვთხოვდი სააკაშვილს, ცალმხრივი ხარ?!

- და რას სთხოვდი?

- რას ვთხოვდი და, ჩამოვიდეს. ხომ იძახდა, რომ შუქურაა დემოკრატიის და "ლუბოი" რამეზე წავა. ორი წელი რომ ჩაჯდეს, განდი-"ობრაზნი" ტიპი იქნება, მაქსიმუმ ორი წელი დაიჭირონ. ეგ პონტია. თუ რაღაცისთვის შენ შენი თავი გადადებული გაქვს და იძახი, რომ თავს გაწირავ, მაშინ ჩამოვიდეს და თქვას, რომ ჩემო საყვარელო ხალხო, ამისთვის ვიბრძოდი, ამას ვაკეთებდი და თუ დამნაშავე ვარ, აჰა, და მე აქ ვარ, თუ გინდათ ტყავი გამაძრეთ და თუ გინდათ პუტინმა, რა ზომა აქვს არ ვიცი, იმითი დაკიდოს...

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია