"17 წლის ბიჭმა თავი ზუსტად იმ ადგილას ჩამოიხრჩო, სადაც 9 წლის წინ მამამისმა"

"17 წლის ბიჭმა თავი ზუსტად იმ ადგილას ჩამოიხრჩო, სადაც 9 წლის წინ მამამისმა"

"გამზრდელმა ბებიამ იპოვა... ვიტალის უთქვამს, მივდივარ, უნდა დავიძინოო. ამ უბედურ ქალს ეტყობა გულმა იგრძნო და ვიტალის ოთახში შეიხედა, - აბა, კარგად თუ სძინავსო და საწოლში რომ ვეღარ ნახა, ძებნა დაუწყო... ბოსელთან მივიდა და ჩამომხვრჩალი შვილიშვილი იპოვა ისე, როგორც 9 წლის წინ შვილი..."

ბოლო ხანს ქვეყანაში სუიციდის შემთხვევები, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თანდათან ცხადი ხდება, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ხშირად მოზარდები ამთავარებენ. ტრაგედია დატრიალდა შუახევის სოფელ ინწკირვეთში, სადაც 17 წლის ვიტალი ჭაღელიძემ თავი ზუსტად იქ ჩამოიხრჩო, სადაც 9 წლის მამამისმა...

მურად კაიკაციშვილი, ინწკირვეთის მცხოვრები:

- ჭაღელიძეებს ენითაუწერელი უბედურება დაატყდათ თავზე, ჯერ ერთი ვერ მოუნელებიათ და მეორე ტრაგედია დატრიალდა. ვიტალი ისეთი კარგი ბიჭი იყო, მაგის დანახვა ყველას გვიხაროდა, - მისალმებას ვერ დაასწრებდი, ვერც ვინმეს დახმარებას... გლეხები ვართ, ფიზიკურად ბევრს ვშრომობთ, ვიტალის ვერავინ ასწრებდა სხვის დახმარებას. სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობდა.- ბაბუა ჰყავს მასწავლებელი, საწყალი კაცი ყველაფერს აკეთებდა, რომ მის 3 ობოლ შვილიშვილს კარგი განათლება მიეღო. ფიზიკურადაც იმდენს მუშაობდა, ვიტალის და მის და-ძმას სჭირდებოდა და იმიტომ, ვიტალი ყველაზე უფროსი იყო...

- ბავშვების მშობლები როგორ გარდაიცვალნენ?

- ვიტალიმ ზუსტად ისე და იმ ადგილას ჩამოიხრჩო თავი, როგორც მამამისმა, დედა კი ავარიაში დაიღუპა, ცოლ-ქმარი 35 წლისაც არ იყო.

- მამამ რა მიზეზით მოიკლა თავი?

- როცა კაცი ასე აკეთებს, მიზეზებზე ლაპარაკს რა აზრი აქვს? ჩამოიხრჩო და მორჩა! იმანაც ღამით გამოიტანა თოკი და ზუსტად იმ ადგილას ჩამოკიდა თოკი, სადაც ვიტალიმ. ვიტალი მაშინ 8 წლის იყო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია