ირაკლი გედენიძე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

ირაკლი გედენიძე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმებმა მას პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად საჭიროდ ჩათვალეს მისი კლინიკაში გადაყვანა.

ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.

აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". მათ აღნიშნული აქცია სახელწოდებით – "შემოულაწუნე" რამდენიმე ხნის წინ დააანონსეს. მათი თქმით, ისინი ლარის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. დღეს ისინი "ვარდების" მოედანზე შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობას მართავენ.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე# ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია