რა ბედი ელის თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე დაუსრულებელ შენობებს

რა ბედი ელის თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე დაუსრულებელ შენობებს

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ბევრი დაუსრულებელი და მიტოვებული შენობაა. ერთ-ერთი მათგანი რუსთაველის გამზირზე მდებარე "იმელის" შენობაა, რომელიც 1934-1938 წლებში აშენდა. შენობის აბრევიატურა - "იმელ" რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს "ინსტიტუტ მარქსა, ენგელსა, ლენინა", შემდგომში მას სტალინის სახელიც მიემატა და "იმელს" დაერქვა, მოგვიანებით სტალინი და ენგელსი ჩამოშორდა და უბრალოდ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი დარჩა. შემდეგ წლებში ასეთივე სიხშირით იცვლებოდნენ შენობის მფლობელები და მისი დანიშნულება. იყო პერიოდი, როდესაც ამ შენობაში საქართველოს კონსტიტუციური სასამართლო განთავსდა, ამავე შენობაში მუშაობისას საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

დღეს კი შენობა, რომლის ისტორიაც საკმაოდ მრავალფეროვანია, 2007 წლის შემდეგ უფუნქციოდ არის დარჩენილი. 2007 წელს "იმელი" კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღეს, რის მერეც კომპანია "კაპიტალ ინვესტზე" გაიყიდა. პროექტი "იმელის" შენობის მხოლოდ მთავარი ფასადის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. შენობის ნგრევა დაიწყეს, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. სახურავგადახდილი, გაძარცვული, ნახევრად დანგრეული შენობა 2008 წელს ახალი მფლობელის, "დაბი ჯგუფის" ხელში გადავიდა. დღეს შენობის ფასადი მწვანე ბადეშია გახვეული და ზედ აბრა, წარწერით "ოცნებები სრულდება", არის გამოკიდული.

bpn.ge ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაგვეგო, რა ფასად გაიყიდა შენობა თავის დროზე და აქვს თუ არა სახელმწიფოს რამე ბერკეტი, რომ შენობის მფლობელ კომპანიას, ვალდებულებების შესრულება მოსთხოვოს. თუმცა, რამდენიმედღიანი ლოდინის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია